ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტს გერმანიის აალენის უნივერსიტეტი პროფესორი ფრანკ გიუნტერი და ულმის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის პროფესორი რობერტ ვატი ეწვივნენ. დელეგაციის წევრები უნივერსიტეტით თბილისში, ერაზმუს+-ის საქართველოს ოფისის მიერ გამართულ კონტაქტ სემინარზე, ბსუ-ს დელეგაციასთან გამართულ შეხვედრაზე დაინტერესდნენ. ვიზიტის მიზანი იყო სამომავლო მომავალი თანამშრომლობის მიმართულებების განსაზღვრა. სტუმრებს ბსუ-ს სტრატეგიული განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტმა, რექტორის მოადგილემ პროფესორი თამარ სირაძემ და ტექნოლოგიური ფაკულტეტის დეკანმა პროფ. გაიოზ ფარცხალაძემ უმასპინძლეს