ცხადდება დამატებითი კონკურსი ბსუ-ს აკადემიური პერსონალისთვის 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის ავსტრიაში, ზალცბურგის უნივერსიტეტში, პოლიტიკური მეცნიერებების მიმართულებით, „მასწავლებელთა აკადემია 2020 „სავაჭრო პოლიტიკა პოპულიზმის ხანაში“ სემინარში მონაწილეობის მისაღებად. მობილობის ხანგრძლივობა - 5 სამუშაო დღე. რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2019 წლის 25 დეკემბერი 18:00 საათი.
კონკურსში მონაწილეობის მიღების აუცილებელი პირობაა:
მოწვევის წერილი მიმღები უნივერსიტეტის შესაბამისი დეპარტამენტისაგან
შეთანხმებული პროგრამა და განრიგი.
კონკურსში მონაწილეობის პირობები:
კანდიდატი უნდა იყოს ბსუ-ს აკადემიური პერსონალი/მოწვეული მასწავლებელი/ სპეციალისტი, რომელიც არის ჩართული ბსუ-ს სასწავლო პროცესში არანაკლებ 3 წლისა.
სტიპენდია ითვალისწინებს მგზავრობისა და დღიური ხარჯების ანაზღაურებას.
სტიპენდია არ ანაზღაურებს საერთაშორისო დაზღვევას.
მსურველებმა საბუთების ორიგინალები უნდა წარმოადგინონ ბსუ-ს კანცელარიაში და გამოაგზავნონ ელექტრონულ მისამართზე: erasmus@bsu.edu.ge
• საბუთები:
• პირადობის მოწმობის/საერთაშორისო პასპორტის ასლი;
• ცნობა სამსახურიდან დაკავებული თანამდებობის თაობაზე (ქართულ ენაზე);
• უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი მიმღები უნივერსიტეტის მოთხოვნის შესაბამისად - B2/C1;
• Europass CV (ინგლისურ ენაზე);
• მობილობასთან დაკავშირებული აკადემიური საქმიანობის გეგმა (ინგლისურ ენაზე);
• რეკომენდაციის წერილი(ინგლისურ ენაზე);
• მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე);
• დაინტერესების/წინასწარი მიღების წერილი ( Letter of Interest/ Pre-Acceptance Letter/Mobility Agreement) პარტნიორი უნივერსიტეტის შესაბამისი დეპარტამენტიდან
• (ინგლისურ ენაზე).
კონკურსის ეტაპები:
საბუთების წარმოდგენა დადგენილი წესისა და ვადის შესაბამისად;
საბუთების გადაგზავნა მიმღებ უნივერსიტეტებში;
კანდიდატთა შერჩევა და სტიპენდიაზე ნომინირება მიმღები უნივერსიტეტის მიერ.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ შემდეგ მისამართზე: erasmus@bsu.edu.ge