12 თებერვალი 2021 წელი
პერ ტარესის სოციალური განათლებისა და სოციალური მუშაობის ფაკულტეტი (რამონ ლულის უნივერსიტეტი) აცხადებს მიღებას საზაფხულო სკოლაში „ბარსელონას სოციალური ზაფხული (BSS) – 2020“. საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში მონაწილეობა შეუძლია სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პროფესორებს, მკვლევარებსა და სტუდენტებს.
პროგრამა მოიცავს სოციალური პოლიტიკის, საერთაშორისო მიგრაციის, საერთაშორისო თანამშრომლობის, კულტურათაშორისი ურთიერთობებისა და მოწყვლადი ჯგუფების საკითხებს.
სასწავლო ენა: ინგლისური
ფასი: 750 € საცხოვრებლის გარეშე
პროგრამის განხორციელების ვადები: 2020 წლის 6 ივლისი - 17 ივლისი
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://www.peretarres.org/facultat/internacional/events