შვეიცარიის მთავრობა აცხადებს სასტიპენდიო პროგრამებზე მიღებას 2021-2022 სასწავლო წლისათვის. სტიპენდიები სრულად ფინანსდება შვეიცარიის მთავრობის მიერ და განკუთვნილია უცხოელი სტუდენტებისა და მეცნიერებისათვის. სტიპენდიების ხანგრძლივობა დამოკიდებულია იმ პროგრამაზე, რომელსაც აპლიკანტი შეარჩევს და შესაძლებელია გაგრძელდეს 1-დან 3 წლამდე.
დაინტერესების შემთხვევაში, განცხადებები უნდა გააგზავნოთ საქართველოში შვეიცარიის საელჩოში, შემდეგ მისამართზე: tbilisi@eda.admin.ch
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 2020 წლის 26 ნოემბერი.
დამატებითი ინფორმაცია სასტიპენდიო პროგრამებთან დაკავშირებით შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://www.sbfi.admin.ch/sbfi/en/home/education/scholarships-and-grants/swiss-government-excellence-scholarships.html