სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

ერაზმუს+-ის გაცვლითი პროგრამა ბსუ-ს სტუდენტებისათვის, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის მინიოს უნივერსიტეტში (პორტუგალია) - UMOVE(ME)

ცხადდება კონკურსი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+-ის ICM პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად მინიოს უნივერსიტეტში (პორტუგალია). განაცხადების მიღება იწარმოებს 2021  წლის 12 მარტამდე ელექტრონულად.

შესარჩევი პროცესის ეტაპები სტუდენტებისთვის:

დოკუმენტაციის წარდგენა ონლაინ რეჟიმში მინიოს უნივერსიტეტის პროექტის შემდეგ მისამართზე

- შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება მინიოს უნივერსიტეტის მიერ. 

სააპლიკაციო პროცედურის დაწყებამდე დეტალურად გაეცანით ლინკს.

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი იხილეთ დანართში (N1).

შენიშვნა სტუდენტებისთვის: გაითვალისწინეთ, რომ დოკუმენტაციაში მოცემულ ენის დონის დამადასტურებელ სერტიფიკატს, გავცემთ ტესტირების წარმატებით გავლის შემდეგ !!!

სტიპენდიის ხანგრძლივობა: 1 სემესტრი;

კონკურსი იწარმოებს 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში

სტიპენდია მოიცავს:

- თვიურ სტიპენდიას - 850 ევროს;
- ორმხრივ საერთაშორისო მგზავრობის დაფინანსებას

დამატებითი ინფორმაცია: 

შერჩეულმა სტიპენდიატებმა თავად უნდა დაფარონ საერთაშორისო დაზღვევისა და ვიზის ხარჯები!!!

სტიპენდიანტთა შესარჩევი პროცესის ეტაპები აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის:
- დოკუმენტაციის წარდგენა ონლაინ რეჟიმში მინიოს უნივერსიტეტის პროექტის შემდეგ მისამართზე

- შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება მინიოს უნივერსიტეტის მიერ

აპლიკაციის პროცედურის დაწყებამდე დეტალურად გაეცანით პროგრამის გაიდლაინს - Guideline (დანართი 1).

სტიპენდიის ხანგრძლივობა: 5 სამუშაო დღე

სტიპენდია მოიცავს:

- დღიურ 160 ევროს;
- ორმხრივ საერთაშორისო მგზავრობის დაფინანსებას.

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით:  http://erasmus@bsu.edu.ge ან ეწვიეთ ვებ-გვერდს: bsu.edu.ge


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა