ერაზმუს+ის გაცვლითი პროგრამა აცხადებს კონკურსს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიური პერსონალისთვის 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის ხმელთაშუაზღვის უნივერსიტეტში (საბერძნეთი).
მიმართულება: თანამედროვე ბერძნული ენა, საბერძნეთის ისტორია, ბერძნული ცივილიზაცია.
მობილობის ხანგრძლივობა - 5 სამუშაო დღე.
კონკურსში მონაწილეობის პირობები:
კანდიდატი უნდა იყოს ბსუ-ს აკადემიური პერსონალი/მოწვეული მასწავლებელი/ სპეციალისტი, რომელიც არის ჩართული ბსუ-ს სასწავლო პროცესში არანაკლებ 3 წლისა.
სტიპენდია ითვალისწინებს მგზავრობისა და დღიური ხარჯების ანაზღაურებას.
სტიპენდია არ ანაზღაურებს საერთაშორისო დაზღვევას.
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2021 წლის 26 ივლისი, 18:00 საათი.
მსურველებმა საბუთები უნდა გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: erasmus@bsu.edu.ge
საბუთები:
• პირადობის მოწმობის/საერთაშორისო პასპორტის ასლი;
• ცნობა სამსახურიდან დაკავებული თანამდებობის თაობაზე (ქართულ ენაზე);
• უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი მიმღები უნივერსიტეტის მოთხოვნის შესაბამისად - B2;
• Europass CV (ინგლისურ ენაზე);
• მობილობასთან დაკავშირებული აკადემიური საქმიანობის გეგმა (ინგლისურ ენაზე);
• რეკომენდაციის წერილი(ინგლისურ ენაზე);
• მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე);
კონკურსის ეტაპები
• საბუთების წარმოდგენა დადგენილი წესისა და ვადის შესაბამისად;
• საბუთების გადაგზავნა მიმღებ უნივერსიტეტეში;
• კანდიდატთა შერჩევა და სტიპენდიაზე ნომინირება მიმღები უნივერსიტეტის მიერ.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ შემდეგ მისამართზე: erasmus@bsu.edu.ge