ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2021-2022 აკადემიური წლის „ერაზმუს+“-ის გაცვლითი პროგრამის კონკურსებში მონაწილეობის მსურველთათვის 16 სექტემბერს ატარებს ტესტირებას უცხოურ (ინგლისური/ფრანგული/ გერმანული) ენებში. ტესტირებაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ ბსუ-ს პორტალის მეშვეობით და ასევე, გამოაგზავნონ დეპარტამენტის ელექტრონულ ფოსტაზე erasmus@bsu.edu.ge :
-
განცხადება რექტორის სახელზე (მიუთითეთ საფეხური, ფაკულტეტი, სპეციალობა, ენის დონე - ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის-B1/B2, მაგისტრატურის/დოქტორანტურის სტუდენტებისათვის - B2 დონე, მოქმედი ელ-ფოსტა, ტელეფონის ნომერი);
-
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
განცხადებების მიღება იწარმოებს 6 - 13 სექტემბერს, 18:00 სთ-მდე.
შენიშვნა: ტესტირებაში მონაწილეობის უფლება აქვთ ბსუ-ს აქტიური სტატუსის მქონე:
ბაკალავრიატის საფეხურის III, IV, V ან VI სემესტრის სტუდენტებს;
მაგისტრატურის საფეხურის პირველი სასწავლო წლის სტუდენტებს;
დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებს.