სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

ერაზმუს+ გაცვლითი პროგრამის კონკურსი ბსუ-ს ტექნოლოგიური ფაკულტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისთვის ვალენსიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში

ცხადდება კონკურსი  ბსუ-ს ტექნოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტებისათვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ ერაზმუს+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სტიპენდიის მოსაპოვებლად ვალენსიის ტექნოლოგიურ  უნივერსიტეტში (ესპანეთი). კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ იმ სტუდენტებს, რომლებმაც წარმატებით გაიარეს ინსტიტუციური ტესტირება ინგლისურ ენაში 2021 წლის 16 სექტემბერს (იხილეთ შედეგები) ან წარმოადგენენ უცხო  ენის საერთაშორისო სერტიფიკატს.

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

სტუდენტი უნდა იყოს ბსუ-ს აქტიური სტატუსის მქონე:

  • ბაკალავრიატის საფეხურის III, IV, V ან VI სემესტრის სტუდენტი;
  • არ უნდა ჰქონდეს მოპოვებული ერაზმუს მუნდუსის/ერაზმუს+-ის გრანტი ანალოგიურ საფეხურზე;
  • ბოლო 5 წლის განმავლობაში 12 თვეზე მეტი არ უნდა ჰქონდეს გატარებული ევროკავშირის ქვეყანაში;
  • კანდიდატს განაცხადი შეაქვს იმ საფეხურზე, რომელზეც კონკურსის მიმდინარეობისას ირიცხება;
  • კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია, კანდიდატი სწავლობდეს აღნიშნული უნივერსიტეტების მიერ შემოთავაზებულ პროგრამაზე ან/და გადიოდეს ამ დარგის შესაბამის საგნებს (MINOR -პროგრამის ჩათვლით).

საგნების თანხვედრა კონკურსის ერთ-ერთი მთავარი პირობაა!

კონკურსის ეტაპები: 

I ეტაპი:

2021 წლის 22 სექტემბრიდან 28 სექტემბრამდე (18:00 საათამდე) - დადგენილი საბუთების მიღება ელექტრონულ ბმულზე https://registration.bsu.ge/Registration-2.php და დეპარტამენტის ელექტრონულ ფოსტაზე erasmus@bsu.edu.ge 

II ეტაპი:  

2021 წლის 29 სექტემბერი - გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან.

გაითვალისწინეთ, დოკუმენტების წარმოდგენა ორივე მისამართზე აუცილებელია!

წარსადგენი საბუთები:

  • პირადობის მოწმობის / საერთაშორისო პასპორტის ასლი;
  • ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ქართულ ენაზე);
  • Europass CV (ინგლისურ ენაზე);
  • მოტივაციის წერილი არაუმეტეს 1 გვერდისა (ინგლისურ ენაზე);
  • ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე);
  • ინდივიდუალური სარეკომენდაციო წერილი შესაბამისი ფაკულტეტის წარმომადგენლის ხელმოწერით (ქართულ ენაზე);
  • ეკონომიკური, სოციალური ან ჯანმრთელობის პრობლემის დამადასტურებელი ცნობა (არსებობის შემთხვევაში ცნობა ინგლისურ ენაზე, ნოტარიულად დამოწმებული ასლი);

სასწავლო ხელშეკრულება  (იხილეთ დანართი), შეთანხმებული შესაბამისი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენელთან.

არასრულად წარმოდგენილი საბუთები არ განიხილება!

დამატებითი ინფორმაცია გასაუბრების ჩატარების ადგილისა და დროის შესახებ იქნება ცნობილი მოგვიანებით.

სტიპენდია მოიცავს:

  • უფასო სწავლას;
  • თვიურ სტიპენდიას;
  • მგზავრობის ხარჯების ანაზღაურებას.

ხშირად შეამოწმეთ პირადი ელფოსტა, ბსუ-ს მთავარი ვებგვერდისა და სტრატეგიული განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ბმულები!

კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვმართოთ მხოლოდ ელ-ფოსტაზე: erasmus@bsu.edu.ge

  განცხადების ფორმა
  სასწავლო ხელშეკრულება
  შედეგები

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა