სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

„ერაზმუს+“-ის გაცვლითი პროგრამის კონკურსი ბსუ-ს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის

„ერაზმუს+“-ის გაცვლითი პროგრამა აცხადებს კონკურსს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის (სწავლების/ტრენინგის) 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის (იხილეთ დანართი) მობილობის ხანგრძლივობა -  5  სამუშაო დღე.

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

კანდიდატი უნდა იყოს ბსუ-ს აკადემიური/ადმინიტრაციული პერსონალი/მოწვეული მასწავლებელი/სპეციალისტი, რომელიც არის ჩართული ბსუ-ს  სასწავლო პროცესში არანაკლებ 3 წლისა.

სტიპენდია ითვალისწინებს   მგზავრობისა და დღიური ხარჯების ანაზღაურებას.

სტიპენდია არ ანაზღაურებს  საერთაშორისო დაზღვევას.

რეგისტრაციის ბოლო ვადა:  2021  წლის  12 ნოემბერი 18:00 საათი;

შენიშვნა:

თესალონიკის უნივერსიტეტისათვის რეგისტრაციის ბოლო ვადა 2021 წლის  29 ოქტომბერი, 18:00 საათი.

 

დადგენილი საბუთების მიღება ელექტრონულ ბმულზე https://registration.bsu.ge/Registration-1.php   და დეპარტამენტის ელექტრონულ ფოსტაზე erasmus@bsu.edu.ge

საბუთები:

  • პირადობის მოწმობის/საერთაშორისო პასპორტის ასლი;
  • ცნობა სამსახურიდან დაკავებული თანამდებობის თაობაზე (ქართულ ენაზე);
  • უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი მიმღები უნივერსიტეტის მოთხოვნის შესაბამისად - B2; C1
  • Europass CV (ინგლისურ ენაზე);
  • თქვენ მიერ შემუშავებული მობილობასთან დაკავშირებული აკადემიური საქმიანობის გეგმა (ინგლისურ ენაზე);
  • დაინტერესების/წინასწარი მიღების წერილი ( Letter of Interest/ Pre-Acceptance Letter/Mobility Agreement) პარტნიორი უნივერსიტეტის შესაბამისი დეპარტამენტიდან (ინგლისურ ენაზე).

 

კონკურსის ეტაპები

  1. საბუთების წარმოდგენა დადგენილი წესისა და ვადის შესაბამისად;
  2. საბუთების გადაგზავნა მიმღებ უნივერსიტეტებში;
  3. კანდიდატთა შერჩევა და სტიპენდიაზე ნომინირება მიმღები უნივერსიტეტის მიერ.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ შემდეგ ელ-მისამართზე: erasmus@bsu.edu.ge

  დანართი

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა