ცხადდება დამატებითი კონკურსი ბსუ-ს აკადემიური პერსონალისთვის 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის ავსტრიაში, ზალცბურგის უნივერსიტეტში, პოლიტიკური მეცნიერებების მიმართულებით, „მასწავლებელთა აკადემია 2022 „სავაჭრო პოლიტიკა პოპულიზმის ხანაში“ სემინარში მონაწილეობის მისაღებად. მობილობის ხანგრძლივობა - 5 სამუშაო დღე. რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2021 წლის 29 ოქტომბერი 18:00 საათი.
კონკურსში მონაწილეობის მიღების აუცილებელი პირობაა:
-
მოწვევის წერილი მიმღები უნივერსიტეტის შესაბამისი დეპარტამენტისაგან
-
შეთანხმებული პროგრამა და განრიგი.
კონკურსში მონაწილეობის პირობები:
კანდიდატი უნდა იყოს ბსუ-ს აკადემიური პერსონალი/მოწვეული მასწავლებელი/ სპეციალისტი, რომელიც არის ჩართული ბსუ-ს სასწავლო პროცესში არანაკლებ 3 წლისა.
სტიპენდია ითვალისწინებს მგზავრობისა და დღიური ხარჯების ანაზღაურებას.
სტიპენდია არ ანაზღაურებს საერთაშორისო დაზღვევას.
დადგენილი საბუთების მიღება ელექტრონულ ბმულზე https://registration.bsu.ge/Registration-1.php და დეპარტამენტის ელექტრონულ ფოსტაზე erasmus@bsu.edu.ge
საბუთები:
-
პირადობის მოწმობის/საერთაშორისო პასპორტის ასლი;
-
ცნობა სამსახურიდან დაკავებული თანამდებობის თაობაზე (ქართულ ენაზე);
-
უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი მიმღები უნივერსიტეტის მოთხოვნის შესაბამისად - B2/C1;
-
Europass CV (ინგლისურ ენაზე);
-
მობილობასთან დაკავშირებული აკადემიური საქმიანობის გეგმა (ინგლისურ ენაზე);
-
რეკომენდაციის წერილი(ინგლისურ ენაზე);
-
მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე);
-
დაინტერესების/წინასწარი მიღების წერილი ( Letter of Interest/ Pre-Acceptance Letter/Mobility Agreement) პარტნიორი უნივერსიტეტის შესაბამისი დეპარტამენტიდან
-
(ინგლისურ ენაზე).
კონკურსის ეტაპები:
-
საბუთების წარმოდგენა დადგენილი წესისა და ვადის შესაბამისად;
-
საბუთების გადაგზავნა მიმღებ უნივერსიტეტებში;
-
კანდიდატთა შერჩევა და სტიპენდიაზე ნომინირება მიმღები უნივერსიტეტის მიერ.
შენიშვნა:
მიმაგრებული ფაილის სახით იხილეთ, სემინარის პროგრამა.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ შემდეგ მისამართზე: erasmus@bsu.edu.ge
დანართი