27 ოქტომბერი 2022 წელი
„ერაზმუს+“-ის გაცვლითი პროგრამების კოორდინატორმა, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ნანა ყურშუბაძემ პლატფორმა ZOOM-ის საშუალებით ბსუ-ს სტუდენტებს „ერაზმუს+“-ის მიმდინარე გაცვლითი პროგრამები წარუდგინა. სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებმა პრეზენტაციაზე დეტალური ინფორმაცია მიიღეს გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის წესებს, პირობებს, კრიტერიუმებს და წარსადგენ დოკუმენტებს. პრეზენტაციის ბოლოს „ერაზმუს+“-ის გაცვლითი პროგრამების კოორდინატორმა ნანა ყურშუბაძემ სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა.