ბსუ-ს ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის იმ სტუდენტებისთვის, ვინც გაიარა ტესტირება უცხო ენაში ა. წ. 16 სექტემბერს, 19 და 31 ოქტომბერს და გადალახა დადგენილი ბარიერი, ან ფლობს უცხო ენის საერთაშორისო სერტიფიკატს , ცხადდება დამატებითი კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს + გაცვლითი პროგრამის სტიპენდიის მოსაპოვებლად შემდეგ უნივერსიტეტებში:
-
ფიზიკური აღზრდის საუნივერსიტეტო სკოლა ვროცლავში,პოლონეთი (https://awf.wroc.pl/)
სასწავლო კურსები იხილეთ აქ
უცხო ენა: ინგლისური ენა - B2 დონე;
-
სილეზიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, პოლონეთი (https://www.polsl.pl/) კონკურსი საქართველოს მასშტაბით;
სასწავლო კურსები იხილეთ აქ
-
ცენოვის ეკონომიკის აკადემია სვიშტოვში, ბულგარეთი (https://www.uni-svishtov.bg/)
სასწავლო კურსები იხილეთ აქ
კონკურსში მონაწილეობის პირობები:
-
სტუდენტი უნდა იყოს ბსუ-ს აქტიური სტატუსის მქონე:
-
ბაკალავრიატის საფეხურის III, IV, V ან VI სემესტრის სტუდენტი;
-
მაგისტრატურის საფეხურის პირველი სასწავლო წლის სტუდენტი;
-
არ უნდა ჰქონდეს მოპოვებული ერაზმუს მუნდუსის/ერაზმუს+-ის გრანტი ანალოგიურ საფეხურზე;
-
ბოლო 5 წლის განმავლობაში 12 თვეზე მეტი არ უნდა ჰქონდეს გატარებული ევროკავშირის ქვეყანაში;
-
კანდიდატს განაცხადი შეაქვს იმ საფეხურზე, რომელზეც კონკურსის მიმდინარეობისას ირიცხება;
-
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია, კანდიდატი სწავლობდეს აღნიშნული უნივერსიტეტების მიერ შემოთავაზებულ პროგრამაზე ან/და გადიოდეს ამ დარგის შესაბამის საგნებს (MINOR -პროგრამის ჩათვლით).
პირველი ეტაპი - დოკუმენტების მიღება:
2021 წლის 8 ნოემბრიდან - 2021 წლის 12 ნოემბრის ჩათვლით (18:00 საათამდე).
დადგენილი საბუთების მიღება ელექტრონულ ბმულზე და დეპარტამენტის ელექტრონულ ფოსტაზე erasmus@bsu.edu.ge
საბუთები ბაკალავრიატის სტუდენტთათვის:
-
პირადობის მოწმობის / საერთაშორისო პასპორტის ასლი;
-
ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ქართულ ენაზე);
-
Europass CV (ინგლისურ ენაზე);
-
მოტივაციის წერილი არაუმეტეს 1 გვერდისა (ინგლისურ ენაზე);
-
ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე);
-
ინდივიდუალური სარეკომენდაციო წერილი შესაბამისი ფაკულტეტის წარმომადგენლის ხელმოწერით (ქართულ ენაზე);
-
ეკონომიკური, სოციალური ან ჯანმრთელობის პრობლემის დამადასტურებელი ცნობა (არსებობის შემთხვევაში ცნობა ინგლისურ ენაზე, ნოტარიულად დამოწმებული ასლი);
-
სასწავლო ხელშეკრულება - დანართი 2 (შეთანხმებული შესაბამისი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენელთან).
მაგისტრატურის სტუდენტთათვის:
-
პირადობის მოწმობის / საერთაშორისო პასპორტის ასლი;
-
ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ქართულ ენაზე);
-
Europass CV (ინგლისურ ენაზე);
-
მოტივაციის წერილი არაუმეტეს 1 გვერდისა (ინგლისურ ენაზე);
-
ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე);
-
ინდივიდუალური სარეკომენდაციო წერილი შესაბამისი ფაკულტეტის წარმომადგენლის ხელმოწერით (ქართულ ენაზე);
-
ეკონომიკური, სოციალური ან ჯანმრთელობის პრობლემის დამადასტურებელი ცნობა (არსებობის შემთხვევაში ცნობა ინგლისურ ენაზე, ნოტარიულად დამოწმებული ასლი);
-
ბაკალავრიატის საფეხურის დიპლომის დანართი (ინგლისურ ენაზე);
-
სასწავლო ხელშეკრულება - დანართი 1 (შეთანხმებული შესაბამისი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენელთან).
მეოერე ეტაპი - გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან - 2021 წლის 15 ნოემბერი
სტიპენდია მოიცავს:
-
უფასო სწავლას;
-
თვიურ სტიპენდიას;
-
მგზავრობის ხარჯების ანაზღაურებას.
სტიპენდია არ ანაზღაურებს სავიზო ხარჯებს და საერთაშორისო დაზღვევას!
ხშირად შეამოწმეთ პირადი ელფოსტა, ბსუ-ს მთავარი ვებგვერდისა და სტრატეგიული განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ბმულები!
არასრულად წარმოდგენილი საბუთები არ განიხილება!
გისურვებთ წარმატებებს!
სასწავლო ხელშეკრულება