სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

„ერაზმუს+“-ის გაცვლითი პროგრამის კონკურსი ბსუ-ს აკადემიური პერსონალისთვის

სილეზიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, პოლონეთი  (https://www.polsl.pl/)  აცხადებს კონკურსს აკადემიური პერსონალისთვის საქართველოს მასშტაბით 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის.

კონკურსში მონაწილეობის მიღების აუცილებელი პირობაა:

  • მოწვევის წერილი, შეთანხმებული მიმღები უნივერსიტეტის შესაბამისი დეპარტამენტიდან (https://www.polsl.pl/rn3-1-dwz-swm/en/faculty-coordinators/);
  • მობილობის ხელშეკრულება (Mobility Agreement);

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

კანდიდატი უნდა იყოს ბსუ-ს აკადემიური პერსონალი/მოწვეული მასწავლებელი/ სპეციალისტი, რომელიც არის ჩართული ბსუ-ს  სასწავლო პროცესში არანაკლებ 3 წლისა.

სტიპენდია ითვალისწინებს   მგზავრობისა და დღიური ხარჯების ანაზღაურებას.

სტიპენდია არ ანაზღაურებს  საერთაშორისო დაზღვევას.

დადგენილი საბუთების მიღება ელექტრონულ ბულზე და დეპარტამენტის ელექტრონულ ფოსტაზე erasmus@bsu.edu.ge

საბუთები:

  • პირადობის მოწმობის/საერთაშორისო პასპორტის ასლი;
  • ცნობა სამსახურიდან დაკავებული თანამდებობის თაობაზე (ქართულ ენაზე);
  • უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი მიმღები უნივერსიტეტის მოთხოვნის შესაბამისად - B2/C1;
  • Europass CV (ინგლისურ ენაზე);
  • მობილობასთან დაკავშირებული აკადემიური საქმიანობის გეგმა (ინგლისურ ენაზე);
  • რეკომენდაციის წერილი(ინგლისურ ენაზე);
  • მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე);
  • დაინტერესების/წინასწარი მიღების წერილი (Letter of Interest/ Pre-Acceptance Letter/Mobility Agreement) პარტნიორი უნივერსიტეტის შესაბამისი დეპარტამენტიდან
  • (ინგლისურ ენაზე).

კონკურსის ეტაპები:

საბუთების წარმოდგენა დადგენილი წესის და ვადის შესაბამისად (30/11/2021)

საბუთების გადაგზავნა მიმღებ უნივერსიტეტში;

კანდიდატთა შერჩევა და სტიპენდიაზე ნომინირება მიმღები უნივერსიტეტის მიერ.

კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ შემდეგ მისამართზე: erasmus@bsu.edu.ge


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა