სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

გამოცხადდა კონკურსი „ერაზმუს მუნდუსის“ ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის სტიპენდიის მოსაპოვებლად

სურათი

„ერაზმუს მუნდუსის„ ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა „WOP Psychology“ აცხადებს კონკურსს სტიპენდიის მოსაპოვებლად. პროგრამა ორგანიზებულია საერთაშოროსო WOP-P-ის   კონსორციუმის მიერ. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია წინარე განათლება ფსიქოლოგიაში. აპლიკაციის ბოლო ვადაა 2022 წლის 10 იანვარი.

სამაგისტრო პროგრამა აერთიანებს შემდეგ უნივერსიტეტებს:

  1. ვალენსიის უნივერსიტეტი (ესპანეთი);
  2. ბარსელონას უნივერსიტეტი (ესპანეთი);
  3. ბოლონიის უნივერსიტეტი (იტალია);
  4. კოიმბრას უნივერსიტეტი (პორტუგალია).

 საჭირო დოკუმენტები:

  1. წინარე განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი ფსიქოლოგიაში;
  2. ნიშნების ფურცელი;
  3. სივი ინგლისურ ენაზე;
  4. მოტივაციის წერილი.

რეკომენდაციის ორი წერილი, რომელიც უნდა გაიგზავნოს შემდეგ ელმისამართზე:  letters@uv.es

დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ დანართი, ეწვიეთ ბმულს:  https://www.erasmuswop.org/

ან მიმართეთ პროგრამის კოორდინატორ უნივერსიტეტს შემდეგ მისამართზე: erasmuswop@uv.es

  დანართი

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა