სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

„ერაზმუს+“ის გაცვლითი პროგრამის დამატებითი კონკურსი ბსუ-ს აკადემიური პერსონალისთვის

სურათი

ცხადდება დამატებითი კონკურსი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისთვის  2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის ვალენსიის, ზაარლანდისა და დუსელდორფის უნივერსიტეტებში. მობილობის ხანგრძლივობა შეადგენს  5  სამუშაო დღეს.

1. ვალენსიის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი, ესპანეთი  -    http://www.upv.es/en
მიმართულება: საინჟინრო, ეკოლოგიური მეცნიერებები;
საკონტაქტო პირი: Elena Taulet Grech - ka107@upv.es

2. ზაარლანდის უნივერსიტეტი, გერმანია - https://www.uni-saarland.de/start.html
მიმართულება: ფარმაცია, ქიმია, ბიოლოგია;
საკონტაქტო პირი: Dr. Ekaterina Klüh - e.klueh@io.uni-saarland.de

3. დუსელდორფის უნივერსიტეტი, გერმანია -  https://www.hhu.de/internationales
მიმართულება: გერმანული ენა და ლიტერატურა
საკონტაქტო პირი - Renate THAMM (Ms) -  Renate.Thamm@uni-duesseldorf.de 

კონკურსანტი უნდა ფლობდეს გერმანული ენას (მინიმუმ B2).
   

 კონკურსში მონაწილეობის პირობები:

  • კანდიდატი უნდა იყოს ბსუ-ს აკადემიური პერსონალი/მოწვეული მასწავლებელი/ სპეციალისტი, რომელიც არის ჩართული ბსუ-ს  სასწავლო პროცესში არანაკლებ 3 წლისა.
  • სტიპენდია ითვალისწინებს   მგზავრობისა და დღიური ხარჯების ანაზღაურებას.
  • სტიპენდია არ ანაზღაურებს  საერთაშორისო დაზღვევას.

რეგისტრაციის ბოლო ვადა:  2021  წლის  12 დეკემბერი 18:00 საათი.

დადგენილი საბუთების მიღება ელექტრონულ ბმულზე: https://registration.bsu.ge/Registration-1.php

და დეპარტამენტის ელექტრონულ ფოსტაზე: erasmus@bsu.edu.ge

   საბუთები:

  1. პირადობის მოწმობის/საერთაშორისო პასპორტის ასლი;
  2. ცნობა სამსახურიდან დაკავებული თანამდებობის თაობაზე (ქართულ ენაზე);
  3. უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი მიმღები უნივერსიტეტის მოთხოვნის შესაბამისად - B2/C1;
  4. Europass CV (ინგლისურ ენაზე);
  5. მობილობასთან დაკავშირებული აკადემიური საქმიანობის გეგმა (ინგლისურ ენაზე);
  6. რეკომენდაციის წერილი(ინგლისურ ენაზე);
  7. მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე);
  8. დაინტერესების/წინასწარი მიღების წერილი (Letter of Interest/Pre-Acceptance Letter/Mobility Agreement) პარტნიორი უნივერსიტეტის შესაბამისი დეპარტამენტიდან (ინგლისურ ენაზე).
     

  კონკურსის ეტაპები:

  1. საბუთების წარმოდგენა დადგენილი წესისა და ვადის შესაბამისად;
  2. გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან;
  3. საბუთების გადაგზავნა მიმღებ უნივერსიტეტებში;
  4. კანდიდატთა შერჩევა და სტიპენდიაზე ნომინირება მიმღები უნივერსიტეტის მიერ.

მობილობის ხელშეკრულება დანართი 1 უნდა იყოს შეთანხმებული დუსელდორფის უნივერსიტეტის გერმანული ენისა და ლიტერატურის ინსტიტუტის წარმომადგენელთან. 

საკონტაქტო პირი: erasmus-germanistik@hhu.de

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ შემდეგ ელმისამართზე: erasmus@bsu.edu.ge

  დანართი 1

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა