სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

„ერაზმუს+“-ის გაცვლითი პროგრამის განმეორებითი გამოცხადება

სურათი

გამოცხადდა განმეორებითი კონკურსი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისთვის  2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის ბიალისტოკის და კროსნოს უნივერსიტეტებში (პოლონეთი). მობილობის ხანგრძლივობა შეადგენს  5  სამუშაო დღეს.

1. ბიალისტოკის უნივერსიტეტი - https://uwb.edu.pl/home   
მიმართულება-სამართალი;
საკონტაქტო პირი: Piotr Bialas - p.bialas@uwb.edu.pl

2. კროსნოს უნივერსიტეტი - https://kpu.krosno.pl/
მიმართულება - სოფლის მეურნეობა, ეკონომიკა;
საკონტაქტო პირი: Sławomir Pelczar -slawomir.pelczar@kpu.krosno.pl

  კონკურსში მონაწილეობის პირობები:

  • კანდიდატი უნდა იყოს ბსუ-ს აკადემიური პერსონალი/მოწვეული მასწავლებელი/ სპეციალისტი, რომელიც არის ჩართული ბსუ-ს  სასწავლო პროცესში არანაკლებ 3 წლისა;
  • სტიპენდია ითვალისწინებს   მგზავრობისა და დღიური ხარჯების ანაზღაურებას;
  • სტიპენდია არ ანაზღაურებს  საერთაშორისო დაზღვევას.

რეგისტრაციის ბოლო ვადა:  2021  წლის  12 დეკემბერი 18:00 საათი.

საბუთების მიღება ელექტრონულ ბმულზე: https://registration.bsu.ge/Registration-1.php

და დეპარტამენტის ელექტრონულ ფოსტაზე: erasmus@bsu.edu.ge

  საბუთები:

  • პირადობის მოწმობის/საერთაშორისო პასპორტის ასლი;
  • ცნობა სამსახურიდან დაკავებული თანამდებობის თაობაზე (ქართულ ენაზე);
  • უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი მიმღები უნივერსიტეტის მოთხოვნის შესაბამისად - B2/C1;
  • Europass CV (ინგლისურ ენაზე);
  • მობილობასთან დაკავშირებული აკადემიური საქმიანობის გეგმა (ინგლისურ ენაზე);
  • რეკომენდაციის წერილი(ინგლისურ ენაზე);
  • მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე);
  •  დაინტერესების/წინასწარი მიღების წერილი ( Letter of Interest/ Pre-Acceptance Letter/Mobility Agreement) პარტნიორი უნივერსიტეტის შესაბამისი დეპარტამენტიდან (ინგლისურ ენაზე).

კონკურსის ეტაპები:

  1. საბუთების წარმოდგენა დადგენილი წესისა და ვადის შესაბამისად;
  2. გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან;
  3. საბუთების გადაგზავნა მიმღებ უნივერსიტეტებში;
  4. კანდიდატთა შერჩევა და სტიპენდიაზე ნომინირება მიმღები უნივერსიტეტის მიერ.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ შემდეგ ელმისამართზე: erasmus@bsu.edu.ge
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა