სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

გაცვლითი პროგრამა ყაზგუუს უნივერსიტეტში

ყაზახეთის იურიდიული უნივერსიტეტი (KAZGUU) გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს მობილობას (5 სტუდენტი) ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტისა და იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის   სტუდენტებისათვის. მობილობა განხორციელდება 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის  სემესტრში. მობილობის ხანგრძლივობა: ერთი სემესტრი
 

კონკურსში მონაწილეობის პირობები:
სტუდენტი უნდა იყო ბსუ-ს აქტიური სტატუსის მქონე;
ინგლისური ენის კომპეტენცია  -  B2 დონე
 

 საბუთები:

  1. პირადობის მოწმობის/საერთაშორისო პასპორტის ასლი;
  2. შევსებული აპლიკაციის ფორმა (იხილეთ დანართი 1);
  3. ნიშნების ფურცელი ინგლისურ ენაზე;
  4. ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;
  5. ენის დონის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  6. ელექტრონული ფოტო 3x4;
  7. შევსებული სასწავლო ხელშეკრულება(იხილეთ დანართი 2);
  8. ჯანმრთელობის ცნობა (თანდართული რენტგენის ფოტოთი).
     

სასწავლო კურსები:

ეკონომიკის უმაღლესი სკოლა: https://hse.kazguu.kz/en/spetsialnosti-2/
ყაზგუს სამართლის სკოლა: https://kls.kazguu.kz/en/spetsialnosti/

გაცვლითი პროგრამის ფარგლებში მიმღები უნივერსიტეტი სთავაზობს სტუდენტებს უფასო სწავლას და საერთო საცხოვრებელს

საბუთების მიღება იწარმოებს დეპარტამენტის ელექტრონულ ფოსტაზე: erasmus@bsu.edu.ge

დოკუმენტების წარდგენის ბოლო ვადა: 2021  წლის 17 დეკემბერი (17:00 საათი).
 

  დანართი 1
  დანართი 2

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა