გამოცხადდა კონკურსი თურქეთის სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად. თურქეთის სასტიპენდიო პროგრამა წარმოადგენს მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ საგანმანათლებლო პროექტს, რომლის ფარგლებშიც საქართველოს მოქალაქეს, თურქეთში სწავლით დაინტერესებულ სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა მოიპოვონ სტიპენდიები საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე.
2022 წელს სასტიპენდიო პროგრამის განაცხადები მიიღება ონლაინ რეჟიმში, ყოველგვარი საფასურის გადახდის გარეშე შემდეგ ელ. მისამართზე: tbbs.turkiyeburslari.gov.tr
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 20 თებერვალი.
დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ბმულს: https://www.turkiyeburslari.gov.tr/about