სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

იუნესკოს “მონაწილეობის პროგრამა” 2022-2023

საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისია იწვევს მსურველებს წარადგინონ საპროექტო განაცხადები იუნესკოს 2022-2023 წლების „მონაწილეობის პროგრამის” ფარგლებში დაფინანსების მოსაპოვებლად. „მონაწილეობის პროგრამა” არის იუნესკოს მხრიდან წევრი სახელმწიფოების მხარდაჭერის ერთ-ერთი საშუალება, რომლის მეშვეობითაც წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ განახორციელონ პროექტები, ორგანიზაციის მიერ დასახული პრიორიტეტების/სტრატეგიული მიზნების შესაბამისად (დამხმარე დოკუმენტი - 41 C/5 მისამართი: https://unesdoc.unesco.org/ark:/48223/pf0000375756 გვ.97-იდან).

პროექტების პირველად შერჩევას აწარმოებს ეროვნული კომისია, ხოლო წარდგენილი პროექტების დაფინანსებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს UNESCO-ს სათაო ოფისი (ქ. პარიზი). პასუხი განმცხადებელს ეცნობება გადაწყვეტილების მოტივირების გარეშე.

დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა 2022 წლის 10 თებერვლამდე საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის სამდივნოს უნდა მიაწოდონ ელექტრონულ მისამართზე unesco@mfa.gov.ge შემდეგი დოკუმენტაცია:

1. პროექტის მოკლე ანოტაცია ქართულ ენაზე (მაქსიმუმ 1 გვ.);

 2. შევსებული სააპლიკაციო განაცხადი ინგლისურ ენაზე (იხ. სააპლიკაციო ფორმა და ინფორმაცია პროექტის სტანდარტის შესახებ);

3. დოკუმენტაციას უნდა დაერთოს განმცხადებელი ორგანიზაციის ოფიციალური მიმართვა საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის სახელზე;

4. პროექტის განხილვისას ყურადღება მიექცევა შესაბამისი დარგობრივი სახელმწიფო უწყების სარეკომენდაციო წერილს.

კომისია უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, მოსთხოვოს პროექტის წარმდგენს პროექტთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაცია. დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ, მიმართოთ ეროვნული კომისიის სამდივნოს შემდეგ მისამართზე: საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის სამდივნო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო 0118 თბილისი, ჩიტაძის ქ. N4 საკონტაქტო ინფორმაცია: unesco@mfa.gov.ge; 2945000 (1912); 595433950 

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ დანართები.

 

 

 

 

 

 

 

  დანართი 1
  დანართი 2

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა