სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

„ერაზმუს+“-ის გაცვლითი პროგრამის კონკურსი ბსუ-ს აკადემიური პერსონალისთვის შჩეცინის უნივერსიტეტში

სურათი

გამოცხადდა  კონკურსი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისთვის 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის შჩეცინის უნივერსიტეტში (პოლონეთი). მობილობის ხანგრძლივობა შეადგენს 5 სამუშაო დღეს. მობილობის განხორციელების  ვადა  - 2022 წლის 30 ივნისი.

ჩეცინის უნივერსიტეტი https://usz.edu.pl/en/english/

მიმართულებები:

  • ეკონომიკა
  • ბიზნესის ადმინისტრირება
  • ტურიზმი და რეკრეაცია
  • სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები
  • ევროპისმცოდნეობა
  • ფსიქოლოგია
  • სოციალური მუშაკი
  • სოციოლოგია
  • არქეოლოგია
  • ისტორია
  • ფილოსოფია
  • პედაგოგიკა
  • სპეციალური პედაგოგიკა
  • ბიოლოგია
  • ტრანსპორტი

საკონტაქტო პირი: Małgorzata Kopalska - malgorzata.kopalska@usz.edu.pl

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

კანდიდატი უნდა იყოს ბსუ-ს აკადემიური პერსონალი/მოწვეული მასწავლებელი/ სპეციალისტი, რომელიც არის ჩართული ბსუ-ს  სასწავლო პროცესში არანაკლებ 3 წლისა.

სტიპენდია მოიცავს მგზავრობისა და დღიურ ხარჯებს და არ ანაზღაურებს  საერთაშორისო დაზღვევას.

 

რეგისტრაციის პერიოდი:  2022 წლის 4 აპრილი- 18 აპრილი, 18:00 საათი.

საბუთების მიღება ელექტრონულ ბმულზე: https://registration.bsu.ge/Registration-1.php

და დეპარტამენტის ელექტრონულ ფოსტაზე: erasmus@bsu.edu.ge

 საბუთები:

  • პირადობის მოწმობის/საერთაშორისო პასპორტის ასლი;
  • ცნობა სამსახურიდან დაკავებული თანამდებობის თაობაზე (ქართულ ენაზე);
  • უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი მიმღები უნივერსიტეტის მოთხოვნის შესაბამისად - B2/C1;
  • Europass CV (ინგლისურ ენაზე);
  • მობილობასთან დაკავშირებული აკადემიური საქმიანობის გეგმა (ინგლისურ ენაზე);
  • რეკომენდაციის წერილი(ინგლისურ ენაზე);
  • მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე);
  •  დაინტერესების/წინასწარი მიღების წერილი (Letter of Interest/ Pre-Acceptance Letter/Mobility Agreement) პარტნიორი უნივერსიტეტის შესაბამისი დეპარტამენტიდან (ინგლისურ ენაზე).

კონკურსის ეტაპები:

  1. საბუთების წარმოდგენა დადგენილი წესისა და ვადის შესაბამისად;
  2. გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან - 2022 წლის 19 აპრილი.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ შემდეგ ელ-მისამართზე: erasmus@bsu.edu.ge

 

 

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა