გამოცხადდა „ერაზმუს+“-ის გაცვლითი პროგრამის კონკურსი PEERS პროექტის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, პორტუგალიის შემდეგ უნივერსიტეტებში: მინიო, ევორა და ავეირო. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს.
განაცხადები მიიღება ელექტრონულად მიმღებ უნივერსიტეტებში პირდაპირი წესით - რეგისტრაციის ბოლო დღე 2022 წლის 13 მაისი.
შესარჩევი პროცესის ეტაპები სტუდენტებისთვის:
დოკუმენტაციის წარდგენა ონლაინ რეჟიმში PEERS - პროექტის შემდეგ მისამართზე https://formularios.reitoria.uminho.pt/index.php?r=survey/index&sid=543194&lang=pt
შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება მიმღები უნივერსიტეტების მიერ.
სააპლიკაციო პროცედურის დაწყებამდე დეტალურად გაეცანით ბმულს https://alunos.uminho.pt/EN/students/mobilityprograms/Pages/PEERS.aspx
სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი და დეტალური ინფორმაცია - იხილეთ დანართი 1.
შენიშვნა სტუდენტებისთვის:
გაითვალისწინეთ, რომ კონკურსში მონაწილეობისთვის საჭირო ენის დონის დამადასტურებელი სერტიფიკატი გაიცემა ტესტირების წარმატებით გავლის შემდეგ!
ტესტირება/გამოცდა ინგლისურ ენაში (B1/B2) – 2022 წლის 27 აპრილი.
ტესტირებაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ დეპარტამენტის ელექტრონულ ფოსტაზე: erasmus@bsu.edu.ge
-
განცხადება რექტორის სახელზე ბსუ-ს პორტალის მეშვეობით (მიუთითეთ ენის დონე, მოქმედი ელფოსტა, ტელეფონის ნომერი);
-
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
ტესტირების/გამოცდის გავლის ვალდებულებისგან თავისუფლდებიან ის სტუდენტები, რომლებიც ფლობენ უცხო ენის საერთაშორისო სერტიფიკატს.
მობილობის განხორციელების პერიოდი: 2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი.
სტიპენდიის ხანგრძლივობა: 1 სემესტრი;
სტიპენდია მოიცავს:
-
თვიურ სტიპენდიას - 850 ევროს;
-
ორმხრივ საერთაშორისო მგზავრობის დაფინანსებას.
დამატებითი ინფორმაცია:
შერჩეულმა სტიპენდიატებმა თავად უნდა დაფარონ საერთაშორისო დაზღვევისა და ვიზის ხარჯები!
სტიპენდიანტთა შესარჩევი პროცესის ეტაპები აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის:
დოკუმენტაციის წარდგენა ონლაინ რეჟიმში პროექტის შემდეგ მისამართზე:
https://formularios.reitoria.uminho.pt/index.php?r=survey/index&sid=543194
შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება პარტნიორ უნივერსიტეტების მიერ;
სააპლიკაციო პროცედურის დაწყებამდე დეტალურად გაეცანით ბმულს https://alunos.uminho.pt/EN/students/mobilityprograms/Pages/PEERS.aspx
სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი და დეტალური ინფორმაცია - იხილეთ დანართი 1.
სტიპენდიის ხანგრძლივობა: 5 სამუშაო დღე
სტიპენდია მოიცავს:
-
დღიურ 160 ევროს;
-
ორმხრივ საერთაშორისო მგზავრობის დაფინანსებას.
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელფოსტის საშუალებით: erasmus@bsu.edu.ge
დანართი 1