ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის „ერაზმუს+“-ის გაცვლითი პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა. ბსუ-ს სტრატეგიული განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, „ერაზმუს+“-ის გაცვლითი პროგრამების კოორდინატორმა ნანა ყურშუბაძემ ZOOM-ის პლატფორმის გამოყენებით სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებს საერთაშორისო გაცვლითი პროგრამის განხორციელების წესებსა და კონკურსის ჩატარების პირობები გააცნო.