„ერაზმუს+“-ის ადმინისტრაციული პერსონალის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, 26 აპრილიდან - 3 მაისის ჩათვლით, ბსუ-ში ვროცლავის უმაღლესი საბანკო სკოლის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის წარმომადგენლები რობერტ მაიკუტი და დარიუშ ვოიჩიკი იმყოფებოდნენ. რობერტ მაიკუტი და დარიუშ ვოიჩიკი ერთი კვირის განმავლობაში გაეცნენ უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარებისა და ბსუ-ს საგანმანათლებლო პროგრამებს, პროექტებს, გაცვლით პროგრამებს, საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის მუშაობის პრინციპებსა და სპეციფიკას.
ვიზიტის ფარგლებში სტუმრები გაეცნენ აჭარისა და ბათუმის ღირსშესანიშნაობებს.