ცხადდება კონკურსი ბსუ-ს იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების და ევროპისმცოდნეობის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული „ერაზმუს+“-ის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სტიპენდიის მოსაპოვებლად საქართველოს მასშტაბით ზალცბურგის უნივერსიტეტში (ავსტრია). მობილობა განხორციელდება 2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის ან გაზაფხულის სემესტრებში.
სასწავლო კურსები იხილეთ ბმულზე: https://www.plus.ac.at/politikwissenschaft-und-soziologie/abteilung-politikwissenschaft/studium/erasmus/erasmus-incoming/
კონკურსში მონაწილეობის პირობები:
-
კანდიდატი უნდა იყოს ბსუ-ს აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი;
-
ბაკალავრიატის საფეხურის II, III, IV, V ან VI სემესტრის სტუდენტი;
-
არ უნდა ჰქონდეს მოპოვებული ერაზმუს მუნდუსის/ერაზმუს+-ის გრანტი ანალოგიურ საფეხურზე;
-
ბოლო 5 წლის განმავლობაში 12 თვეზე მეტი არ უნდა ჰქონდეს გატარებული ევროკავშირის ქვეყანაში;
-
კანდიდატმა უნდა შეიტანოს განაცხადი შესაბამის საფეხურზე;
-
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია, კანდიდატი სწავლობდეს აღნიშნული უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებულ პროგრამაზე ან/და გადიოდეს ამ დარგის შესაბამის საგნებს (MINOR -პროგრამის ჩათვლით).
საგნების თანხვედრა კონკურსის ერთ-ერთი მთავარი პირობაა!
კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის:
2022 წლის 10-23 მაისი (18:00 საათამდე)
ინგლისურ ენაში B2 ტესტირების თაობაზე განცხადების (რექტორის სახელზე) წარმოდგენა პორტალის მეშვეობით და დეპარტამენტის ელექტრონულ ფოსტაზე: erasmus@bsu.edu.ge (მითითებული უნდა იყოს ფაკულტეტი, სპეციალობა, სემესტრი, მოქმედი ელ-ფოსტა, ტელეფონის ნომერი, უცხო ენის შესაბამისი დონე).
განცხადებას თან უნდა დაერთოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
მსურველებს შეუძლიათ დამატებით ჩააბარონ ტესტირება გერმანულ ენაშიც B1/B2.
2022 წლის 25 მაისი - ტესტირება უცხო ენაში.
იმ სტუდენტებისთვის, ვინც წარმატებით გადალახავს დადგენილ ბარიერს ტესტირების დროს უცხო ენაში, ცხადდება კონკურსი.
კონკურსის ეტაპები:
პირველი ეტაპი - საბუთების მიღება - 2022 წლის 27 მაისი - 10 ივნისი (18:00 საათამდე) ელექტრონულ ბმულზე: https://registration.bsu.ge/Registration-2.php და სტრატეგიული განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ელექტრონულ ფოსტაზე: erasmus@bsu.edu.ge
გაითვალისწინეთ, დოკუმენტების წარმოდგენა ორივე მისამართზე აუცილებელია!
არასრულად წარმოდგენილი საბუთების პაკეტი არ განიხილება!
მეორე ეტაპი - გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან - 2022 წლის 15 ივნისი.
საბუთები ბაკალავრიატის სტუდენტთათვის:
-
პირადობის მოწმობის/საერთაშორისო პასპორტის ასლი;
-
ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ქართულ ენაზე);
-
Europass CV (ინგლისურ ენაზე);
-
მოტივაციის წერილი არაუმეტეს 1 გვერდისა (ინგლისურ ენაზე);
-
ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე);
-
ინდივიდუალური სარეკომენდაციო წერილი შესაბამისი ფაკულტეტის წარმომადგენლის ხელმოწერით (ქართულ ენაზე);
-
ეკონომიკური, სოციალური ან ჯანმრთელობის პრობლემის დამადასტურებელი ცნობა (არსებობის შემთხვევაში ცნობა ინგლისურ ენაზე, ნოტარიულად დამოწმებული ასლი);
-
სასწავლო ხელშეკრულება (შეთანხმებული შესაბამისი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსთან).
სტიპენდია მოიცავს:
-
უფასო სწავლას;
-
თვიურ სტიპენდიას;
-
მგზავრობის ხარჯების ანაზღაურებას.
შეგახსენებთ!
ხშირად შეამოწმეთ პირადი ელფოსტა, ბსუ-ს მთავარი ვებ-გვერდისა და სტრატეგიული განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ბმულები!
განცხადება სასწავლო ხელშეკრულება