18 მაისი 2023 წელი
ბსუ-ს სტრატეგიული განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ბსუ-ს „ერაზმუს+“-ის კოოდინატორმა, ნანა ყურშუბაძემ, დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა ხათუნა ხაბაძემ და ბსუ-ს საზოგადოებრივ და სოციალურ მეცნიერებათა დეპარტამენტის ასოცირებულმა პროფესორმა ირაკლი გორგილაძემ „ერაზმუს+“-ის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღეს ვროცლავის უმაღლეს საბანკო (პოლონეთი) სკოლის საერთაშორისო კვირეულში. ვიზიტი შედგა 11-18 მაისს და მოიცავდა სამუშაო შეხვედრებს „ერაზმუს+“-ის საერთაშორისო გაცვლითი პროგრამებისა და ინსტიტუციური განვითარების პროექტების მიმართულებით.
შეხვედრისას განიხილებოდა სამომავლო პროგრამების შემუშავებისა და ურთიერთთანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების შესაძლებლობები. შეხვედრისას ბსუ-ს დელეგაცია მიიღო ვროცლავის უმაღლეს საბანკო სკოლის კანცლერმა და გააცნო მათ თავისი წინადადება ორმაგი ხარისხის პროგრამის შემუშავებისა და განხორციელების თაობაზე.
საერთაშორისო კვირეულს ესწრებოდნენ ყაზახეთისა და უკრაინის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებიც.