25-29 ივლისს „ერაზმუს+“-ის ადმინისტრაციული პერსონალის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს მურსიის უნივერსიტეტის (ესპანეთი) საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის წარმომადგენელი ხუან ანტონიო ბუენდია სანჩესი ეწვია. ხუან ანტონიო ბუენდია სანჩესი ერთი კვირის განმავლობაში ბსუ-ს სტრატეგიული განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის მუშაობის სპეციფიკას ეცნობოდა. ვიზიტის ფარგლებში დაიგეგმა სხვადასხვა მიმართულებით ახალი პროგრამების შემუშავებისა და თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობების გზები.