ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი გთავაზობთ მონაწილეობის მიღებას ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ „ერაზმუს+“-ის გაცვლით პროგრამაში 2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის მურსიის კათოლიკურ უნივერსიტეტში, ესპანეთი. გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ ბსუ-ს უმაღლესი განათლების, პირველი საფეხურის შემდეგი საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებს:
-
ფსიქოლოგია;
-
დაწყებითი განათლების მიმართულება;
-
თარგმანმცოდნეობა.
სასწავლო კურსები იხილეთ ბმულზე: https://www.ucam.edu/estudios/grados/traduccion-interpretacion-presencial/plan-de-estudios
კონკურსში მონაწილეობის პირობები:
-
სტუდენტი უნდა იყოს ბსუ-ს აქტიური სტატუსის მქონე;
-
ბაკალავრიატის საფეხურის III, IV, V ან VI სემესტრის სტუდენტი;
-
არ უნდა ჰქონდეს მოპოვებული ,,ერაზმუს მუნდუსის“/,,ერაზმუს+“-ის გრანტი ანალოგიურ საფეხურზე;
-
ბოლო 5 წლის განმავლობაში 12 თვეზე მეტი არ უნდა ჰქონდეს გატარებული ევროკავშირის ქვეყანაში;
-
კანდიდატს განაცხადი შეაქვს იმ საფეხურზე, რომელზეც კონკურსის მიმდინარეობისას ირიცხება;
-
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია, კანდიდატი სწავლობდეს აღნიშნული უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებულ პროგრამაზე ან/და გადიოდეს ამ დარგის შესაბამის საგნებს (MINOR -პროგრამის ჩათვლით).
კონკურსის ეტაპები:
პირველი ეტაპი - დადგენილი საბუთების მიღება ელექტრონულ ბმულზე https://registration.bsu.ge/Registration-2.php და დეპარტამენტის ელექტრონულ ფოსტაზე erasmus@bsu.edu.ge 2022 წლის 29 სექტემბრიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით (16:00 საათამდე).
წარმოადგინოს განცხადება რექტორის სახელზე (იხილეთ დანართი 1) სტუდენტმა უნდა მიუთითოს: ფაკულტეტი, სპეციალობა, სემესტრი, მოქმედი ელ-ფოსტა, ტელეფონის ნომერი, სასურველი უნივერსიტეტის კონკურსში მონაწილეობა.
მეორე ეტაპი - ტესტირება ინგლისურ ენაში (B2)- 2022 წლის 12 ოქტომბერი;
ტესტირების/გამოცდის გავლის ვალდებულებისგან თავისუფლდებიან ის სტუდენტები, რომლებიც ფლობენ უცხო ენის საერთაშორისო სერტიფიკატს.
ტესტირების/გამოცდის წარმატებით გავლის შემთხვევაში:
მესამე ეტაპი - გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან - 2022 წლის 13 ოქტომბერი.
საჭირო სaბუთები:
-
პირადობის მოწმობის / საერთაშორისო პასპორტის ასლი;
-
ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ქართულ ენაზე);
-
Europass CV (ინგლისურ ენაზე);
-
მოტივაციის წერილი არაუმეტეს 1 გვერდისა (ინგლისურ ენაზე);
-
ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე);
-
ინდივიდუალური სარეკომენდაციო წერილი შესაბამისი ფაკულტეტის წარმომადგენლის ხელმოწერით (ქართულ ენაზე);
-
ეკონომიკური, სოციალური ან ჯანმრთელობის პრობლემის დამადასტურებელი ცნობა (არსებობის შემთხვევაში ცნობა ინგლისურ ენაზე, ნოტარიულად დამოწმებული ასლი);
-
სასწავლო ხელშეკრულება - დანართი 2 (შეთანხმებული შესაბამისი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენელთან).
დოკუმენტების წარმოდგენა ორივე მისამართზე აუცილებელია!
სტიპენდია მოიცავს:
-
უფასო სწავლას;
-
თვიურ სტიპენდიას;
-
მგზავრობის ხარჯების ანაზღაურებას.
სტიპენდია არ ანაზღაურებს ვიზის ხარჯებს და საერთაშორისო დაზღვევას!
ხშირად შეამოწმეთ პირადი ელფოსტა, ბსუ-ს მთავარი ვებგვერდისა და სტრატეგიული განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ბმულები!
კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ შემდეგ მისამართზე: erasmus@bsu.edu.ge
არასრულად წარმოდგენილი საბუთები არ განიხილება!
გისურვებთ წარმატებებს!
დანართი1 დანართი2