ცხადდება ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ,,ერაზმუს+“-ის გაცვლითი პროგრამის კონკურსი ბსუ-ს ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის ევროპის შემდეგ უნივერსიტეტებში:
-
კოიმბრას პოლიტექნიკური უნივერსიტეტი https://www.ipc.pt/ipc/ (პორტუგალია) ინგლისური ენის დონე მინიმუმ (B1)
მიმართულებები:
-
ბიზნესი;
-
კომპიუტერული მეცნიერებები;
-
სოფლის მეურნეობა.
სასწავლო კურსები იხილეთ ბმულზე: https://www.ipc.pt/ipc/en/oferta-formativa/
ადგილების რაოდენობა (1)
-
დაუგავპილსის უნივერსიტეტი https://du.lv/en/home/ (ლატვია) განმეორებითი გამოცხადება
ინგლისური ენის დონე (B2)
მიმართულებები:
ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისთვის:
-
ინგლისური ფილოლოგია;
-
რუსული ფილოლოგია;
მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის:
-
ინგლისური ფილოლოგია;
-
რუსული ფილოლოგია;
-
გარემოს დაგეგმარება;
-
ბიოლოგია.
ადგილების რაოდენობა (2)
სასწავლო კურსები იხილეთ დანართში 1.
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ ბაკალავრიატის და მაგისტრატურის საფეხურის იმ სტუდენტებს, რომლებსაც :
1. გავლილი აქვთ ტესტირება ინგლისურ ენაში მინიმუმ (B1) ა. წ. 11 ნოემბერს და გადალახეს დადგენილი ბარიერი ან
2. ფლობენ უცხო ენის საერთაშორისო სერტიფიკატს - ინგლისური ენა - B1/B2 დონე ან
3. წარმატებით გაივლის ტესტირებას ინგლისურ ენაში 2022 წლის 25 ნოემბერს.
კონკურსში მონაწილეობის პირობები:
-
სტუდენტი უნდა იყოს ბსუ-ს აქტიური სტატუსის მქონე;
-
ბაკალავრიატის საფეხურის III, IV, V ან VI სემესტრის სტუდენტი;
-
მაგისტრატურის საფეხურის პირველი სასწავლო წლის სტუდენტი;
-
არ უნდა ჰქონდეს მოპოვებული ,,ერაზმუს მუნდუსის“/,,ერაზმუს+“-ის გრანტი ანალოგიურ საფეხურზე;
-
ბოლო 5 წლის განმავლობაში 12 თვეზე მეტი არ უნდა ჰქონდეს გატარებული ევროკავშირის ქვეყანაში;
-
კანდიდატს განაცხადი შეაქვს იმ საფეხურზე, რომელზეც კონკურსის მიმდინარეობისას ირიცხება;
-
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია, კანდიდატი სწავლობდეს აღნიშნული უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებულ პროგრამაზე ან/და გადიოდეს ამ დარგის შესაბამის საგნებს (MINOR -პროგრამის ჩათვლით).
საბუთები ბაკალავრიატის სტუდენტთათვის:
-
პირადობის მოწმობის / საერთაშორისო პასპორტის ასლი;
-
ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ქართულ ენაზე);
-
Europass CV (ინგლისურ ენაზე);
-
მოტივაციის წერილი არაუმეტეს 1 გვერდისა (ინგლისურ ენაზე);
-
ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე);
-
ინდივიდუალური სარეკომენდაციო წერილი შესაბამისი ფაკულტეტის წარმომადგენლის ხელმოწერით (ქართულ ენაზე);
-
ეკონომიკური, სოციალური ან ჯანმრთელობის პრობლემის დამადასტურებელი ცნობა (არსებობის შემთხვევაში ცნობა ინგლისურ ენაზე, ნოტარიულად დამოწმებული ასლი);
-
სასწავლო ხელშეკრულება - დანართი 2 (შეთანხმებული შესაბამისი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენელთან).
საბუთები მაგისტრატურის სტუდენტთათვის:
-
პირადობის მოწმობის / საერთაშორისო პასპორტის ასლი;
-
ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ქართულ ენაზე);
-
Europass CV (ინგლისურ ენაზე);
-
მოტივაციის წერილი არაუმეტეს 1 გვერდისა (ინგლისურ ენაზე);
-
ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე);
-
ინდივიდუალური სარეკომენდაციო წერილი შესაბამისი ფაკულტეტის წარმომადგენლის ხელმოწერით (ქართულ ენაზე);
-
ეკონომიკური, სოციალური ან ჯანმრთელობის პრობლემის დამადასტურებელი ცნობა (არსებობის შემთხვევაში ცნობა ინგლისურ ენაზე, ნოტარიულად დამოწმებული ასლი);
-
ბაკალავრიატის საფეხურის დიპლომის დანართი (ინგლისურ ენაზე);
-
სასწავლო ხელშეკრულება - დანართი 2 (შეთანხმებული შესაბამისი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენელთან).
პირველი ეტაპი - დოკუმენტების მიღება:
დოკუმენტების მიღება - 2022 წლის 17 ნოემბერი - 2022 წლის 23 ნოემბერი (18:00 საათამდე).
დადგენილი საბუთების ატვირთვა ელექტრონულ ბმულზე https://registration.bsu.ge/Registration-2.php და ბსუ-ს სტუდენტურ პორტალზე.
ბსუ-ს სტუდენტურ პორტალზე აპლიკანტმა განცხადებაში რექტორის სახელზე უნდა მიუთითოს: ტელეფონის ნომერი, ელ. ფოსტა, ტესტირების სასურველი ენა და დონე ( ინგლისური B1/B2) და ატვირთოს წარმოსადგენი დოკუმენტები გაერთიანებულ ერთი ფაილის სახით (ZIP)
საბუთების წარმოდგენა ორივე მისამართზე აუცილებელია!
მეორე ეტაპი - ტესტირება უცხო ენაში - 2022 წლის 25 ნოემბერი
მესამე ეტაპი- გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან - 2022 წლის 25 ნოემბერი
სტიპენდია მოიცავს:
-
უფასო სწავლას;
-
თვიურ სტიპენდიას;
-
მგზავრობის ხარჯების ანაზღაურებას.
სტიპენდია არ ანაზღაურებს სავიზო ხარჯებს და საერთაშორისო დაზღვევას!
ხშირად შეამოწმეთ პირადი ელფოსტა, ბსუ-ს მთავარი ვებგვერდისა და სტრატეგიული განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ბმულები!
არასრულად წარმოდგენილი საბუთები არ განიხილება!
კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ შემდეგ მისამართზე: erasmus@bsu.edu.ge
დანართი 1 დანართი 2