სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

„ერაზმუს+“-ის გაცვლითი პროგრამის კონკურსი ვროცლავისა და მუგლას უნივერსიტეტებისთვის

სურათი

ცხადდება ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ,,ერაზმუს+“-ის  გაცვლითი პროგრამის  კონკურსი ბსუ-ს ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის შემდეგ უნივერსიტეტებში:

        1.ვროცლავის უნივერსიტეტი https://uwr.edu.pl/en/ (პოლონეთი)

ინგლისური ენის დონე  მინიმუმ (B2)

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის შემდეგი მიმართულებების სტუდენტებს:

  • ენები;
  • ბიოლოგია;
  • პოლიტიკური მეცნიერებები.

სასწავლო კურსები იხილეთ ბმულზე: https://international.uni.wroc.pl/en/incoming-exchange-students/courses

ადგილების რაოდენობა 2

2.მუგლას უნივერსიტეტი http://www.mu.edu.tr/ (თურქეთი)

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ ბაკალავრიატის საფეხურის შემდეგი მიმართულებების სტუდენტებს:

  • პოლიტიკური მეცნიერებები და საერთაშორისო ურთიერთობები;
  • ეკონომიკა;
  • მენეჯმენტი და ადმინისტრირება (საერთაშორისო ვაჭრობა და ფინანსები);
  • ლიტერატურა და ლინგვისტიკა (ინგლისური ენა, ინგლისური ლიტერატურა, გერმანული ენა, თურქული ენა და ლიტერატურა);
  • ინჟინერია;
  • ტურიზმი.

სასწავლო კურსები იხილეთ დანართი 2

ადგილების რაოდენობა 1

ინგლისური ენის დონე  მინიმუმ B2

გერმანული ენის დონე მინიმუმ B1

თურქული ენა B2

1. გავლილი აქვთ ტესტირება ინგლისურ ენაში მინიმუმ (B2) ა. წ. 11  ნოემბერს და გადალახეს დადგენილი ბარიერი ან

2. ფლობენ უცხო ენის საერთაშორისო სერტიფიკატს - ინგლისური B2 დონე / გერმანული B1/თურქული - B2 დონე ან

3. წარმატებით გაივლის ტესტირებას ინგლისურ ენაში 2022 წლის 30 ნოემბერს.

კონკურსში მონაწილეობის პირობები:    

  • სტუდენტი უნდა იყოს ბსუ-ს აქტიური სტატუსის მქონე;
  • ბაკალავრიატის საფეხურის III, IV, V ან VI სემესტრის სტუდენტი;
  • მაგისტრატურის საფეხურის პირველი სასწავლო წლის სტუდენტი;
  • არ უნდა ჰქონდეს მოპოვებული ,,ერაზმუს მუნდუსის“/,,ერაზმუს+“-ის გრანტი ანალოგიურ საფეხურზე;
  • ბოლო 5 წლის განმავლობაში 12 თვეზე მეტი არ უნდა ჰქონდეს გატარებული ევროკავშირის ქვეყანაში;
  • კანდიდატს განაცხადი შეაქვს იმ საფეხურზე, რომელზეც კონკურსის მიმდინარეობისას ირიცხება;
  • კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია, კანდიდატი სწავლობდეს აღნიშნული უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებულ პროგრამაზე ან/და გადიოდეს ამ დარგის შესაბამის საგნებს (MINOR -პროგრამის ჩათვლით).

საბუთები ბაკალავრიატის სტუდენტთათვის:

  • პირადობის მოწმობის / საერთაშორისო პასპორტის ასლი;
  • ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ქართულ ენაზე);
  • Europass CV (ინგლისურ ენაზე);
  • მოტივაციის წერილი არაუმეტეს 1 გვერდისა (ინგლისურ ენაზე);
  • ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე);
  • ინდივიდუალური სარეკომენდაციო წერილი შესაბამისი ფაკულტეტის წარმომადგენლის ხელმოწერით (ქართულ ენაზე);
  • ეკონომიკური, სოციალური ან ჯანმრთელობის პრობლემის დამადასტურებელი ცნობა (არსებობის შემთხვევაში ცნობა ინგლისურ ენაზე, ნოტარიულად დამოწმებული ასლი);
  • სასწავლო ხელშეკრულება - დანართი 2 (შეთანხმებული შესაბამისი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენელთან).

საბუთები მაგისტრატურის სტუდენტთათვის:

  • პირადობის მოწმობის / საერთაშორისო პასპორტის ასლი;
  • ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ქართულ ენაზე);
  • Europass CV (ინგლისურ ენაზე);
  • მოტივაციის წერილი არაუმეტეს 1 გვერდისა (ინგლისურ ენაზე);
  • ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე);
  • ინდივიდუალური სარეკომენდაციო წერილი შესაბამისი ფაკულტეტის წარმომადგენლის ხელმოწერით (ქართულ ენაზე);
  • ეკონომიკური, სოციალური ან ჯანმრთელობის პრობლემის დამადასტურებელი ცნობა (არსებობის შემთხვევაში ცნობა ინგლისურ ენაზე, ნოტარიულად დამოწმებული ასლი);
  • ბაკალავრიატის საფეხურის დიპლომის დანართი (ინგლისურ ენაზე);
  • სასწავლო ხელშეკრულება - დანართი 2 (შეთანხმებული შესაბამისი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენელთან).

 

 

პირველი ეტაპი - დოკუმენტების მიღება:

დოკუმენტების მიღება -  2022 წლის 21 ნოემბერი  - 2022 წლის  28 ნოემბერი (18:00 საათამდე).

დადგენილი საბუთების ატვირთვა ელექტრონულ ბმულზე https://registration.bsu.ge/Registration-2.php  და  ბსუ-ს სტუდენტურ პორტალზე.

ბსუ-ს სტუდენტურ პორტალზე აპლიკანტმა განცხადებაში  რექტორის სახელზე უნდა მიუთითოს: ტელეფონის ნომერი, ელ. ფოსტა,  ტესტირების სასურველი ენა და დონე ( ინგლისური B2) და ატვირთოს წარმოსადგენი დოკუმენტები გაერთიანებული, ერთი ფაილის სახით (ZIP).

საბუთების წარმოდგენა ორივე მისამართზე აუცილებელია!

მეორე ეტაპი - ტესტირება უცხო ენაში -  2022 წლის 30 ნოემბერი

მესამე ეტაპი- გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან - 2022 წლის 1 დეკემბერი

სტიპენდია მოიცავს:

  • უფასო სწავლას;
  • თვიურ სტიპენდიას;
  • მგზავრობის ხარჯების ანაზღაურებას.

სტიპენდია არ ანაზღაურებს სავიზო ხარჯებს და საერთაშორისო დაზღვევას!

ხშირად შეამოწმეთ პირადი ელფოსტა, ბსუ-ს მთავარი ვებგვერდისა და სტრატეგიული განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ბმულები!

არასრულად წარმოდგენილი საბუთები არ განიხილება!

კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ შემდეგ მისამართზე: erasmus@bsu.edu.ge

 

  დანართი 1
  დანართი 2

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა