2023 წლის 16-17 ივნისს, რუსეს უნივერსიტეტში (ბულგარეთი) გაიმართება კომპიუტერული სისტემებისა და ტექნოლოგიების 24-ე საერთაშორისო კონფერენცია CompSysTech'23. კონფერენციის მუშაობა წარიმართება შერეული სახით, როგორც ონლაინ, ასევე დასწრებით. ნაშრომის წარდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 7 მარტი. კონფერენციის მასალები გამოქვეყნებულია საერთაშორისო კონფერენციის მასალების სერიაში (ACM ICPS), რომელსაც აქვს SJR და ინდექსირებულია SCOPUS-ის მიერ.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: http://www.compsystech.org/