ზალცბურგის უნივერსიტეტის მასწავლებელთა აკადემია - PoSIG 2023 აცხადებს კონკურსს სემინარში „მდგრადობა კონფლიქტ(ებ)ის ფონზე: მიგრაცია, სქესი და მმართველობა“ მონაწილეობის მისაღებად. სემინარი ჩატარდება 2023 წლის 24-30 აპრილს ზალცბურგის უნივერსიტეტში. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია პოლიტიკის/საერთაშორისო ურთიერთობების/სოციოლოგიის სფეროში მომუშავე პერსონალს.
დაინტერესებულმა პირებმა უნდა გააგზავნონ 250-სიტყვიანი აბსტრაქტი შემდეგ ელფოსტაზე: dzeneta.karabegovic@plus.ac.at
აბსტრაქტის გაგზავნის ბოლო დღე: 10 თებერვალი, 2023 წელი.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ბსუ-ს აკადემიურ პერსონალს/მოწვეულ მასწავლებელს/ სპეციალისტს, რომელიც არის ჩართული ბსუ-ს სასწავლო პროცესში არანაკლებ 3 წლისა და აქვთ „Erasmus+“-ის გრანტის მიღების შესაძლებლობა.
დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ დანართი 1 და ეწვიეთ ბმულს: http://posig.info/
დანართი1