სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

„ერაზმუს+“-ის გაცვლითი პროგრამის დამატებითი კონკურსი ბსუ-ს სტუდენტებისა და პერსონალისთვის 2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ბსუ-ს სტუდენტებისა და პერსონალისთვის აცხადებს  ევროკომისიის მიერ დაფინანსებული „ერაზმუს+“-ის გაცვლითი პროგრამის დამატებით კონკურსს კროსნოს კარპატების უნივერსიტეტისათვის (პოლონეთი) და რუსეს ანგელ კანჩევის უნივერსიტეტისთვის (ბულგარეთი) მობილობის განხორციელების მიზნით. დეტალური ინფორმაცია იხილეთ დანართში 1, სასწავლო კურსები სტუდენტებისთვის იხილეთ დანართში 2.

კონკურსში მონაწილეობის პირობები სტუდენტებისთვის:

  • სტუდენტი უნდა იყოს ბსუ-ს აქტიური სტატუსის მქონე:
  • ბაკალავრიატის საფეხურის III, IV, V ან VI სემესტრის სტუდენტი;
  • მაგისტრატურის საფეხურის პირველი სასწავლო წლის სტუდენტი;
  • არ უნდა ჰქონდეს მოპოვებული ერაზმუს მუნდუსის/ერაზმუს+-ის გრანტი ანალოგიურ საფეხურზე;
  • ბოლო 5 წლის განმავლობაში 12 თვეზე მეტი არ უნდა ჰქონდეს გატარებული ევროკავშირის ქვეყანაში;
  • კანდიდატს განაცხადი შეაქვს იმ საფეხურზე, რომელზეც კონკურსის მიმდინარეობისას ირიცხება;
  • კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია, კანდიდატი სწავლობდეს აღნიშნული უნივერსიტეტების მიერ შემოთავაზებულ პროგრამაზე ან/და გადიოდეს ამ დარგის შესაბამის საგნებს (MINOR -პროგრამის ჩათვლით).

საბუთები ბაკალავრიატის სტუდენტთათვის:

  • პირადობის მოწმობის/საერთაშორისო პასპორტის ასლი;
  • ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ქართულ ენაზე);
  • Europass CV (ინგლისურ ენაზე);
  • მოტივაციის წერილი არაუმეტეს 1 გვერდისა (ინგლისურ ენაზე);
  • ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე);
  • ინდივიდუალური სარეკომენდაციო წერილი შესაბამისი ფაკულტეტის წარმომადგენლის ხელმოწერით (ქართულ ენაზე);
  • ეკონომიკური, სოციალური ან ჯანმრთელობის პრობლემის დამადასტურებელი ცნობა (არსებობის შემთხვევაში ცნობა ინგლისურ ენაზე, ნოტარიულად დამოწმებული ასლი);
  • სასწავლო ხელშეკრულება - დანართი 2 (შეთანხმებული შესაბამისი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენელთან). 

მაგისტრატურის სტუდენტთათვის:

  • პირადობის მოწმობის / საერთაშორისო პასპორტის ასლი;
  • ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ქართულ ენაზე);
  • Europass CV (ინგლისურ ენაზე);
  • მოტივაციის წერილი არაუმეტეს 1 გვერდისა (ინგლისურ ენაზე);
  • ნიშნების ფურცელი  ინგლისურ ენაზე - არსებობის შემთხვევაში;
  • ინდივიდუალური სარეკომენდაციო წერილი შესაბამისი ფაკულტეტის წარმომადგენლის ხელმოწერით (ქართულ ენაზე);
  • ეკონომიკური, სოციალური ან ჯანმრთელობის პრობლემის დამადასტურებელი ცნობა (არსებობის შემთხვევაში ცნობა ინგლისურ ენაზე, ნოტარიულად დამოწმებული ასლი);
  • ბაკალავრიატის საფეხურის დიპლომის დანართი (ინგლისურ ენაზე);
  • სასწავლო ხელშეკრულება - დანართი 2 (შეთანხმებული შესაბამისი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენელთან).

კონკურსში მონაწილეობის პირობები პერსონალისთვის:

  • კანდიდატი უნდა იყოს ბსუ-ს აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალი/მოწვეული მასწავლებელი/სპეციალისტი, რომელიც არის ჩართული ბსუ-ს  სასწავლო პროცესში არანაკლებ 3 წლისა;
  • კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი.

საბუთები პერსონალისთვის:

  • პირადობის მოწმობის/საერთაშორისო პასპორტის ასლი;
  • ცნობა სამსახურიდან დაკავებული თანამდებობის თაობაზე (ქართულ ენაზე);
  • უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი მიმღები უნივერსიტეტის მოთხოვნის შესაბამისად - B2; C1 (იხილეთ დანართი 1)
  • Europass CV (ინგლისურ ენაზე);
  • თქვენ მიერ შემუშავებული მობილობასთან დაკავშირებული აკადემიური საქმიანობის გეგმა (ინგლისურ ენაზე);
  • დაინტერესების/წინასწარი მიღების წერილი (Letter of Interest/ Pre-Acceptance Letter/Mobility Agreement) პარტნიორი უნივერსიტეტის შესაბამისი დეპარტამენტიდან (ინგლისურ ენაზე).

 

სტიპენდია პერსონალისთვის

  • ითვალისწინებს   მგზავრობისა და დღიური ხარჯების ანაზღაურებას.
  • არ ანაზღაურებს  საერთაშორისო დაზღვევას.

 

კონკურსის ეტაპები სტუდენტებისთვის რუსეს ანგელ კანჩევის უნივერსიტეტისთვის:

პირველი ეტაპი - დოკუმენტების მიღება:

2023  წლის 20 იანვარი - 30 იანვარი (15:00 საათამდე).

დადგენილი საბუთების ატვირთვა ელექტრონულ ბმულზე: https://registration.bsu.ge/Registration-2.php   და  ბსუ-ს სტუდენტურ პორტალზე.

ბსუ-ს სტუდენტურ პორტალზე აპლიკანტმა განცხადებაში  რექტორის სახელზე უნდა მიუთითოს: ტელეფონის ნომერი, ელ. ფოსტა,  ტესტირების სასურველი დონე ( ინგლისური B1/B2) და ატვირთოს წარმოსადგენი დოკუმენტები ერთი ფაილის სახით (ZIP).

საბუთების წარმოდგენა ორივე მისამართზე აუცილებელია!

ტესტირება ინგლისურ ენაში B1/B2  -  2023 წლის 1 თებერვალი.

მეორე ეტაპი - გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან - 2023 წლის 2 თებერვალი.

ჩატარებული კონკურსის შედეგად შერჩეული სტუდენტის შესახებ ინფორმაციის გადაგზავნა მიმღებ უნივერსიტეტში.

სტიპენდია მოიცავს:

  • უფასო სწავლას;
  • თვიურ სტიპენდიას;
  • მგზავრობის ხარჯების ანაზღაურებას.

სტიპენდია არ ანაზღაურებს ვიზის  ხარჯებს და საერთაშორისო დაზღვევას!

  

კონკურსის ეტაპები პერსონალისთვის:

2023  წლის 20 იანვარი - 30 იანვარი (15:00 საათამდე)

საბუთების წარმოდგენა დადგენილი წესისა და ვადის შესაბამისად აკადემიური, ადმინისტრაციული, მოწვეული პერსონალისთვის ელექტრონულ ბმულზე: https://registration.bsu.ge/Registration-1.php  და ელექტრონული პლატფორმა eflow-ს მეშვეობით, მოწვეული პერსონალისთვის - ელ. ფოსტაზე chancellery@bsu.edu.ge

ტესტირებაში მონაწილეობის მსურველებმა განცხადებაში რექტორის სახელზე უნდა მიუთითონ რომ სურთ მონაწილეობის მიღება ტესტირებაში - ინგლისური ენა  B2 დონე

გასაუბრება - 2023 წლის 2 თებერვალი.

შესაძლებელია, მიმღები უნივერსიტეტი ინდივიდუალურად დაუკავშირდეს კონკურსანტებს და ჩაუტაროს გასაუბრება და ჩატარებული კონკურსის შედეგად შერჩეული პერსონალის შესახებ ინფორმაციის გადაგზავნა მიმღებ უნივერსიტეტში.

არასრულად წარმოდგენილი საბუთები არ განიხილება!

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ შემდეგ ელ-მისამართზე: erasmus@bsu.edu.ge

 

  დანართი1
  დანართი2
  სასწავლო ხელშეკრულება

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა