ლიეტუვის განათლების, მეცნიერების და სპორტის სამინისტროსთან არსებული გაცვლითი პროგრამების მხარდაჭერის ფონდი აცხადებს ლეტუვის სახელმწიფო სტიპენდიების კონკურსს. ლიეტუვის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში 2023 წლის სასტიპენდიო პროგრამები ღიაა, როგორც სადოქტორო, სამაგისტრო პროგრამებზე, ასევე მოკლევადიან პროგრამებზე ბაკალავრებისათვის. მოკლევადიანი სასწავლო პროგრამების ფარგლებში (ხანგრძლივობა 1 ან 2 სემესტრი) ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტები მიიღებენ ყოველთვიურ სტიპენდიას 490 ევროს ოდენობით, ხოლო დოქტორანტები - 980 ევროს, ასევე, მიიღებენ გრანტს, რომელიც უზრუნველყოფს სწავლის გადასახადის სრულად დაფარვას.
სტიპენდიაზე განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 8 მაისი, 2023 წელი.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ მისამართზე: https://studyin.lt/scholarships/short-term-studies/