სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

ბსუ-ს საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს მრჩეველი განათლების საკითხებში, პროფესორი სუათ ქოლუქირიქი ეწვია

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს მრჩეველი განათლების საკითხებში, პროფესორი სუათ ქოლუქირიქი ეწვია. ბსუ-ს რექტორთან, პროფესორ მერაბ ხალვაშთან გამართულ შეხვედრაზე პროფესორმა სუათ ქოლუქირიქმა ერთობლივი საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტების განხორციელებასა და სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე ისაუბრა. შეხვედრას ესწრებოდნენ სტრატეგიული განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი მარინა გიორგაძე, აღმოსავლეთმცოდნეობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ემზარ მაკარაძე და ასოცირებული პროფესორი ლია ჭყონია. ვიზიტის ფარგლებში დოქტორი სუათ ქოლუქირიქი ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანს, ასოცირებულ პროფესორ თეონა ბერიძეს, თურქოლოგიის მიმართულების პროფესორ-მასწავლებლებს, სტუდენტებს შეხვდა და გაცვლითი პროგრამები გააცნო. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა