პოლონურ-ევროპული სამართლის სკოლა (PESL) არის ინტენსიური საერთაშორისო სასწავლო პროგრამა (IIC), რომელიც ორგანიზებულია ბიალისტოკის უნივერსიტეტის (პოლონეთი) მიერ და წარმოადგენს პოლონეთის აკადემიური გაცვლის ეროვნული სააგენტოს SPINAKER-ის პროექტის ნაწილს. სკოლა განკუთვნილია საერთაშორისო სტუდენტებისთვის ევროკავშირის ასოცირებული ქვეყნების და მესამე ქვეყნების სტუდენტებისათვის, რომლებიც სწავლობენ სამართლის, ეკონომიკის, ბუღალტერიის და ფინანსების ან მასთან დაკავშირებულ სასწავლო დარგების მიმართულებებით.
პოლონურ-ევროპული სამართლის სკოლის ლექციები მოიცავს 50 სასწავლო საათს და ჩატარდება შერეული სწავლებით, უწყვეტი 4-კვირიანი ციკლით, საიდანაც ორი კვირა ჩატარდება დისტანციურად 08/05/2023 – 19.05.2023; ხოლო ორკვირიანი შეხვედრები ჩატარდება ბიალისტოკში 22/05/2023 – 02/06/2023) თარიღებში.
პოლონურ-ევროპული სამართლის სკოლის დასრულების შემდეგ მონაწილეები მიიღებენ PESL-ში მონაწილეობის დამადასტურებელ სერთიფიკატს კრედიტების (ECTS) მითითებით.
შერჩეული სტუდენტები მიიღებენ ფინასურ მხარდაჭერას 1060 ევროს ოდენობით მგზავრობის, საერთო საცხოვრებელში განთავსების, კვების, დაზღვევის და ა.შ. ხარჯებისთვის.
საჭირო დოკუმენტები:
-
სააპლიკაციო ფორმის წარდგენა სტუდენტის სტატუსისა და GPA-ს მითითებით (დანართი 1. );
-
ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (B2 დონე): უნივერსიტეტში გავლილი კურსის დამადასტურებელი ცნობა ან/და ამ მიზნით უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული ტესტირების დამადასტურებელი სერტიფიკატი (მსურველებმა უნდა მიმართონ რექტორს განცხადებით ტესტირების თაობაზე სტუდენტური პორტალის მეშვეობით);
-
სამოტივაციო წერილი, სადაც კანდიდატი დეტალურად დაასაბუთებს PESL-ში მონაწილეობის სურვილს და აღწერს საერთაშორისო პროგრამებში მონაწილეობასთან დაკავშირებულ გამოცდილებას.
დოკუმენტები გააგზავნეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: p.bialas@uwb.edu.pl ან p.bialas@pracownik.uwb.edu.pl არაუგვიანეს 2023 წლის 14 აპრილისა.
დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ შემდეგ ვებ გვერდს: https://uwb.edu.pl/en/exchange-students/spinaker
დანართი