სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

ბსუ-ს უკრაინელი სტუდენტები ეწვივნენ

სურათი

ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტს უკრაინელი სტუდენტები ეწვივნენ. პარიზში მოქმედი არასამთავრობო ორგნიზაცია „უკრაინა ევროპაში“ რეგულარულად აწყობს სასწავლო ტურებს ევროპაში უკრაინელი სტუდენტებისთვის. ამჯერად კიევის ტარას შევჩენკოს უნივერსიტეტის 15 სტუდენტი, მათი ლექტორები და ორგანიზაციის ხელმძღვანელი ვოლოდიმერ პოსელსკი საქართველოს სტუმრობდნენ, მათი ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაცნობითი ხასიათის იყო. სტუმრებს შეხვდნენ უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე ანზორ ბერიძე და ბსუ-ს სტრატეგიული განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი მარინე გიორგაძე, ასევე ნანა ყურშუბაძე, ნუნუ ჯაფარიძე და ბესო ნარაკიძე. უკრაინელ სტუდენტებსა და პროფესორებს გააცნეს ბსუ-ის ისტორია, ფაკულტეტები, საგანმანათლებლო პროგრამები, დაათვალიერებინეს კაბინეტ-ლაბორატორიები, ინფრასტრუქტურა, უპასუხებს მათ შეკითხვებს, დასახეს თანამშრომლობის გეგმები.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა