სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

„ერაზმუს მუნდუსის“ ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა ტროპიკულ ბიომრავალფეროვნებასა და ეკოსისტემებში - TROPIMUNDO

სურათი

ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტი (Université libre de Bruxelles) კოორდინაციას უწევს „ერაზმუს მუნდუსის“ ერთობლივ სამაგისტრო პროგრამას ტროპიკულ ბიომრავალფეროვნებასა და ეკოსისტემებში - TROPIMUNDO, რომლისთვისაც ევროკომისია სთავაზობს გარკვეული რაოდენობის სტიპენდიებს სრული დაფინანსებით, ევროკავშირის და არაევროკავშირის ქვეყნების სტუდენტებისათვის. სტიპენდიები განსაკუთრებით საინტერესო არის ბიოლოგიის მიმართულების სტუდენტებისთვის.TROPIMUNDO არის პირველი საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამა ტროპიკულ ბიომრავალფეროვნებასა და ეკოსისტემებში, რაც საშუალებას აძლევს სტუდენტებს, კურსის მეორე სემესტრში ჩაატარონ საველე სამუშაოები ამაზონის ტროპიკულ ტყეებში, კარიბის და ინდოეთის ოკეანის ტროპიკულ კუნძულებზე, ცენტრალურ-აფრიკის ტროპიკულ ტყეებში, აღმოსავლეთ აფრიკის დიდ ტბებში და ა.შ.

მეოთხე სემესტრი მიეძღვნება სამაგისტრო ნაშრომს ტროპიკულ ბიომრავალფეროვნებასა და ეკოსისტემებთან დაკავშირებით. დანარჩენი ორი სემესტრი მოიცავს საბაზისო და სპეციალიზებულ კურსებს ბელგიაში, იტალიაში, საფრანგეთსა და ფრანგულ გვინეაში.

შერჩეულ სტიპენდიანტებს ექნებათ სწავლის სრული დაფინანსება, რაც მოიცავს სწავლის გადასახადს, მობილობის ხარჯებს, დაზღვევას და ყოველთვიურ სტიპენდიას.

2024-2025  სასწავლო წლისთვის  სტიპენდიის მსურველთა განაცხადების მიღება დაწყებულია. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2023 წლის 30 ნოემბერი.

დამატებითი ინფორმაციისთვის TROPIMUNDO პროგრამისა და განაცხადის პროცედურის შესახებ, ეწვიეთ ბმულს:

https://tropimundo.eu/

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა