სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

საერთაშორისო სტუდენტების მიღების დღე ბსუ-ში

სურათი

ბსუ-ში უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის  ინიციატივით ჩატარდა საერთაშორისო სტუდენტების მიღების დღე (Welcome Party). მიმდინარე სემესტრში ბსუ-ს სხვადასხვა ფაკულტეტზე, ,,ერაზმუს+“-ის გაცვლითი პროგრამებისა და თანამშრომლობის მემორანდუმების საფუძველზე, 14 სტუდენტი აგრძელებს სწავლას საფრანგეთიდან, პოლონეთიდან, თურქმენეთიდან, ყაზახეთიდან და უკრაინიდან.

უცხოელ სტუდენტებს მიესალმნენ უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე თამარ სირაძე, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ვლადიმერ ღლონტი,  სტრატეგიული განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი მარინე გიორგაძე და ამავე დეპარტამენტის წარმომადგენლები. სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის სამსახურმა სტუდენტებს გააცნო ბსუ-ში მოქმედი კლუბები, სპორტული სექციები და მიიწვია ისინი მონაწილეობისთვის. შეხვედრა მუსიკალურად გააფორმა ბსუ-ს ბენდმა.

უცხოელმა სტუდენტებმა წარმოადგინეს საინტერესო და სახალისო პრეზენტაციები თავიანთი ქვეყნებისა და უნივერსიტეტების შესახებ, ასევე, ეროვნული სუვენირებითა და კერძებით გაფორმებული კუთხეები.

შეხვედრაზე დაიგეგმა სამომავლო აქტივობებიც, რაც ხელს შეუწყობს  უცხოელ სტუდენტთა კულტურულ ინტეგრაციას.
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა