
2024 წლის 6-8 მაისს 19 მაისის უნივერსიტეტის (თურქეთი) ორგანიზებით გაიმართება ტექნოლოგიების გადაცემის საერთაშორისო სიმპოზიუმი „International Technology Transfer Symposium“. სიმპოზიუმი მოიცავს შემდეგ თემატიკას: საინჟინრო, ფუნდამენტური მეცნიერებები, ჯანდაცვა და სხვა მეცნიერებები.
სიმპოზიუმში მონაწილეობა შეუძლიათ:’
- მკვლევარ ასისტენტს,
- ლექტორს,
- მასწავლებელს,
- ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტს;
- ფაკულტეტის წევრს.
სიმპოზიუმში მონაწილეობა ფასიანია.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://itets.omu.edu.tr/participation-fee/
სიმპოზიუმში მონაწილეობის მისაღებად უნდა გაიაროთ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე: https://itets.omu.edu.tr/registration/
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:
უკან |