სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

ბსუ-ს პროფესორ-მასწავლებლები აკადემიური მობილობით რუანის ნორმანდიის უნივერსიტეტში იმყოფებოდნენ

სურათი

2024 წლის 15-19 აპრილს, „ერაზმუს+“-ის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ბსუ-ს ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი ნათია აბაშიძე და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მოწვეული უფროსი მასწავლებელი, ფილოლოგიის დოქტორი სოფიო კახიძე აკადემიური მობილობით იმყოფებოდნენ საფრანგეთში, რუანის ნორმანდიის უნივერსიტეტში. ნათია აბაშიძემ და სოფიო კახიძემ ლექციები წაიკითხეს და პრაქტიკული მეცადინეობები ჩაატარეს ლინგვისტიკის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებთან. ასევე სტუდენტებსა და პროფესორ მასწავლებლებს გააცნეს ჩვენი უნივერსიტეტი სამომავლოდ სტუდენტთა დაინტერესებისა და მობილობის განხორციელების მიზნით. ვიზიტის ფარგლებში პროფესორ-მასწავლებლები გაეცნენ საგანმანათლებლო პროგრამებს, საუნივერსიტეტო ცხოვრებას, რუნის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას, მიმდინარე სასწავლო პროცესსა და სიახლეებს, ასევე შეხვდნენ უნივერსიტეტის დეპარტამენტების, ლაბორატორიებისა, ენების სკოლისა და საგარეო ურთიერთობათა სამსახურის წარმომადგენლებს და დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა