სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

ვიზიტი ბიალისტოკის უნივერსიტეტში

სურათი

2-8 ივნისს, „ერაზმუს+“-ის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი შოთა როდინაძე იმყოფებოდა ბიალისტოკის უნივერსიტეტში (პოლონეთი). შოთა როდინაძე დაესწრო აღნიშნული უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა უნივერსიტეტის პერსონალთა საერთაშორისო სატრენინგო კვირეულს. "საერთაშორისო კვირეულის" განმავლობაში სამუშაო შეხვედრები გაიმართა უნივერსიტეტის რექტორის მოადგილესთან ინტერნაციონალიზაციის ფარგლებში და სხვადასხვა ფაკულტეტების წარმომადგენლებთან. ვიზიტის ფარგლებში შოთა როდინაძე გაეცნო საგანმანათლებლო პროგრამებს, საუნივერსიტეტო ცხოვრებას, მიმდინარე სასწავლო პროცესსა და სიახლეებს, ასევე შეხვდა უნივერსიტეტის დეპარტამენტების, ლაბორატორიებისა, საგარეო ურთიერთობათა სამსახურის წარმომადგენლებს და დაიგეგმა სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის მიმართულებები.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა