სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

„ერაზმუს+“-ის გაცვლითი პროგრამის კონკურსი ბსუ-ს აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალისთვის

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ბსუ-ს აკადემიური პერსონალისთვის აცხადებს ევროკომისიის მიერ დაფინანსებული „ერაზმუს+“-ის გაცვლითი პროგრამის კონკურსს ზალცბურგის უნივერსიტეტისთვის (ავსტრია) სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებების მიმართულებით ადმინისტრაციული მობილობის განსახორციელებლად ერთობლივი საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების შედგენის საკითხებზე.

ადგილების რაოდენობა - 1;

მოთხოვნილი ენა - ინგლისური B2.

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

· კანდიდატი უნდა იყოს ბსუ-ს აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალი/მოწვეული მასწავლებელი რომელიც არის ჩართული ბსუ-ს  სასწავლო პროცესში არანაკლებ 3 წლისა;

· კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი.

  საბუთები პერსონალისთვის:

•           პირადობის მოწმობის/საერთაშორისო პასპორტის ასლი;

•           ცნობა სამსახურიდან დაკავებული თანამდებობის თაობაზე (ქართულ ენაზე);

•           უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი მიმღები უნივერსიტეტის მოთხოვნის შესაბამისად (უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის არქონის შემთხვევაში ტესტირებაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა დაწერონ განცხადება რექტორის სახელზე საქმისწარმოების ელექტრონული წარმოების eflow-ს ან info@bsu.edu.ge -ის მეშვეობით არაუგვიანეს 2024 წლის 21 ივნისის 17:00 სთ)

•           Europass CV (ინგლისურ ენაზე);

•           კანდიდატის მიერ შემუშავებული აკადემიური/ადმინისტრაციული საქმიანობის გეგმა მიმღები უნივერსიტეტისთვის (ინგლისურ ენაზე);

კონკურსის ეტაპები პერსონალისთვის:

I ეტაპი

2024 წლის 17 ივნისიდან - 24 ივნისამდე (12:00 საათამდე)

საბუთების წარმოდგენა დადგენილი წესისა და ვადის შესაბამისად:

აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალისთვის: ელექტრონულ ბმულზე  https://registration.bsu.ge/Registration-1.php    და   საქმისწარმოების ელექტრონული წარმოების eflow-ს მეშვეობით;

II ეტაპი

გასაუბრება - 2024  წლის 24 ივნისი

სტიპენდია პერსონალისთვის ითვალისწინებს მგზავრობისა და დღიური ხარჯების ანაზღაურებას.

არ ანაზღაურებს  საერთაშორისო დაზღვევას.

არასრულად წარმოდგენილი საბუთები არ განიხილება!

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ შემდეგ ელმისამართზე: erasmus@bsu.edu.ge


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა