![გადიდება სურათი](https://bsu.edu.ge/text_images/ge_pic_20946_1_s.jpg)
25 ივნისს „ერასმუს+“-ის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში მიკოლას რომერის უნივერსიტეტის (ლიეტუვა) პროფესორმა ჟანეტა სიმანავიჩიენემ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებს წაუკითხა ლექცია თემაზე - „ეკონომიკური უსაფრთხოების გაძლიერება მდგრადი ენერგიის განვითარებით“. მომხსენებელმა ახალგაზრდებს გააცნო დარგის თანამედროვე გამოწვევები და მიღწევები.