5 ივლისს ბსუ-ს არაოფიციალური ვიზიტით ესტუმრა საქართველოში შვეიცარიის ელჩი ჰაიდი გრაუ. ელჩს შეხვდნენ უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე, პროფესორი თამარ სირაძე და სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი მარინე გიორგაძე. ქალბატონი ჰაიდი გრაუ გაეცნო უნივერსიტეტის ისტორიას, ფაკულტეტებსა და საგანმანათლებლო პროგრამებს. შვეიცარიის ელჩი დაინტერესდა უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებით, გაცვლითი პროგრამებით, საერთაშორისო პროექტებითა, დაიგეგმა ბსუ-სა და შვეიცარიის უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის დამყარება. შეხვედრის დასასრულს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელმა უნივერსიტეტს საჩუქრად გადასცა ფრანგული და გერმანულენოვანი მხატვრული ლიტერატურა