
კორეის საჯარო პოლიტიკისა და მართვის სკოლა 2025 წლის გაზაფხულის სემესტრიდან აცხადებს სასტიპენდიო პროგრამებს შემდეგ სამაგისტრო და სადოქტორო მიმართულებებზე:
სამაგისტრო პროგრამები:
- საჯარო პოლიტიკის მაგისტრი (MPP);
- განვითარების პოლიტიკის მაგისტრი (MDP);
- საჯარო მენეჯმენტის მაგისტრი (MPM);
- მონაცემთა მეცნიერების მაგისტრი საჯარო პოლიტიკასა და მენეჯმენტში (MDS);
- ინტელექტუალური საკუთრების და განვითარების პოლიტიკის მაგისტრი (MIPD).
სადოქტორო პროგრამები:
- დოქტორი საჯარო პოლიტიკაში (PP);
- დოქტორი განვითარების პოლიტიკაში (DP).
კორეის მთავრობის მიერ შემოთავაზებული სტიპენდია მოიცავს:
- სწავლის საფასურს;
- საერთო საცხოვრებლის ხარჯებს;
- ყოველთვიურ სტიპენდიას.
სტიპენდიების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ მოცემულ ბმულს: https://kdischool.ac.kr/menu.es?mid=a10206000000
განაცხადის წარდგენა შესაძლებელია 2024 წლის 12-დან 30 აგვისტომდე.
განაცხადის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის, გთხოვთ, ეწვიოთ მოცემულ ბმულზე: https://kdischool.ac.kr/menu.es?mid=a40202000000

უკან |