ა.წ. 14-18 ოქტომბერს ნეაპოლის ფედერიკო II-ის უნივერსიტეტში გაიმართა საერთაშორისო კვირეული, რომელშიც ევროპის, აზიისა და აფრიკის უნივერსიტეტების (უკრაინა, სომხეთი, საქართველო, რუმინეთი, იტალია, მაროკო, თურქეთი, შვეიცარია, ნიგერია, ნამიბია) საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. საერთაშორისო კვირეულში მონაწილეობა მიიღო სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსმა მარინე გიორგაძემ.
ერთი კვირის განმავლობაში ყოველდღიური ინტენსიური შეხვედრების დროს მონაწილეებმა ერთმანეთს გააცნეს თავისი უნივერსიტეტები, გაუზიარეს ერთმანეთს საუკეთესო პრაქტიკის გამოცდილება, განიხილეს საერთაშორისო მობილობის (სტუდენტები, პერსონალი) პრობლემები; გაეცნენ Apple Developer Academy-ის უაღრესად საინტერესო საქმიანობას. ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში სტუდენტებისთვის ვიწრო სფეროების მიხედვით უნარების განვითარება და შესაბამისი ციფრული სერტიფიცირება (Micro credential and Open Badge), რაც მნიშვნელოვანია საერთაშორისო შრომის ბაზარზე დამკვიდრებისთვის.