ერასმუს მუნდუსის აქტივობა 2 - MEDEA მესამე სააპლიკაციო პერიოდი დაიწყო!
პროექტი MEDEA ითვალისწინებს სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მობილობას ევროპული ქვეყნების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. პროგრამის ფარგლებში სრულად ფინანსდება ბაკალავრების, მაგისტრების, დოქტორანტების, პოსტდოქტორანტებისა და აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის (ტრენინგი, სწავლება, კვლევა) მობილობა პროექტის პარტნიორ ევროპულ უნივერსიტეტებში.
სრული სააპლიკაციო დოკუმენტაციის პროექტის ვებგვერდზე ატვირთვის ბოლო ვადაა: 2016 წლის 15 თებერვალი (დაწვრილებითი ინფორმაციისათვისა და განაცხადის შესავსებად გთხოვთ, ეწვიოთ პროექტის ოფიციალურ ვებგვერდს http://www.ema2-medea.com/).
გთხოვთ გაითვალისწინოთ!
პროექტის MEDEA მეორე კონკურსისთვის ბსუ-ს სამედიცინო მიმართულების სტუდენტებსა და პერსონალს სთავაზობს შემდეგ სააპლიკაციო პოზიციებს სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებისათვის:
სამიზნე ჯგუფი - I (ბსუ-სა და თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტების აქტიური სტუდენტებისათვის):
-
სამაგისტრო პროგრამა – 6-თვიანი (3 პოზიცია)
-
სამაგისტრო პროგრამა –10-თვიანი (4 პოზიცია)
-
სადოქტორო პროგრამა –6-თვიანი (4 პოზიცია)
-
სადოქტორო პროგრამის შემდგომი კვლევა –10-თვიანი (დოქტორის წოდების მფლობელთათვის) (5 პოზიცია)
სამიზნე ჯგუფი - II (საქართველოში სხვა აკრედიტირებული უსდ-ების აქტიური სტუდენტებისათვის):
-
სამაგისტრო პროგრამა - 6-თვიანი (4 პოზიცია)
-
სამაგისტრო პროგრამა –10-თვიანი (1 პოზიცია)
-
სადოქტორო პროგრამა –6 თვიანი (1 პოზიცია)
-
პერსონალისათვის – 1-თვიანი (1 პოზიცია)
სამიზნე ჯგუფი - III (მხოლოდ ლტოლვითა და შშმ პირთათვის):
-
საბაკალავრო /დიპლომამდელი პროგრამა - 6-თვიანი (3 პოზიცია)
-
საბაკალავრო /დიპლომამდელი პროგრამა - 10-თვიანი (1 პოზიცია)
-
სადოქტორო პროგრამა –6- თვიანი (1 პოზიცია)
-
სადოქტორო პროგრამის შემდგომი კვლევა (დოქტორის წოდების მფლობელთათვის) - 10-თვიანი (1 პოზიცია)
* სამიზნე ჯგუფებზე დაწვრილებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე http://www.ema2- medea.com/index.php/general-information/target-groups
დამატებითი ინფორმაცია:
სტიპენდია მოიცავს ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის 1000 ევროს, დოქტორანტებისათვის 1500 - ევროს, ხოლო მკვლევარებისთვის - 1800 ევროს ყოველთვიურად, ასევე საერთაშორისო მგზავრობისა და დაზღვევის დაფინანსებას.
კონკურსის მონაწილეებმა განაცხადის ფორმასთან ერთად, უნდა ატვირთონ გარკვეული დოკუმენტები. დოკუმენტები სავალდებულოა და თუ ისინი არ იქნება ატვირთული, განაცხადი შეფასებული იქნება როგორც არასრული.
ყველა დოკუმენტი უნდა იყოს თარგმნილი ინგლისურ ენაზე (თუ დოკუმენტი ინგლისურ ენაზე არ არის გაცემული შესაბამისი დაწესებულების მიერ, მაშინ ის ნოტარიულად დამოწმებულ ინგლისურენოვან ასლთან ერთად უნდა იქნას წარდგენილი).
ასატვირთი დოკუმენტის ფორმები:
(გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ყველ ა დოკუმენტი უნდა იქნეს დასკანერებული და შენახული PDF ფორმატში. ყურადღებ ა მიაქციეთ დოკუმენტების ხილვადობას, მათი მოცულობითი მეხსიერება არ აჭარბებდეს 2 მეგაბაიტს ჯამურად ).
-
ბაკალავრებისა და მაგისტრებისათვის: Learning agreement
-
დოქტორანტებისა და დოქტორანტურის შემდგომი მკვლევარებისათვის: Work plan
-
პერსონალისათვის: Work plan
შენიშვნა სასწავლო ხელშეკრულებასთან მიმართებაში (Learning agreement): თუ თქვენ განაცხადს აკეთებთ საზღვარგარეთ გაცვლით პერიოდზე, აუცილებელია, შეავსოთ ყველა სასწავლო კურსი, რომლის გავლაც გსურთ მასპინძელ უნივერსიტეტში.
შენიშვნა სამუშაო გეგმასთან მიმართებაში (Work plan): ეს გეგმა წარმოადგენს სხვადასხვა ეტაპზე დაგეგმილი სწავლების, კვლევისა თუ პედაგოგიური საქმიანობის ამსახველ შემაჯამებელ დოკუმენტს.
ზოგადი სავალდებულო დოკუმენტები:
-
პირადი დოკუმენტები:
-
პასპორტის ან ID ბარათის ასლი
-
ფოტოსურათი
-
ენის დამადასტურებელი დოკუმენტი (გთხოვთ, გაითვალისწინოთ მასპინძელი უნივერსიტეტის სავალდებულო ენა, შესაბამისი დონე და სავალდებულო სერტიფიკატი):
-
ინგლისური ენის სერთიფიკატი (საერთაშორისოდ აღიარებადი დოკუმენტი)
-
სხვა ენის დამადასტურებელი სერტიფიკატი
-
გადაამოწმეთ მასპინძელი უნივერსიტეტის ენის კომპეტენციის დონის მოთხოვნები
-
აკადემიური მოსწრებისა და/ან შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტები:
-
აკადემიური მოსწრების ასლი ქულათა ჯამური საშუალო არითმეტიკულის მითითებით (ანუ მთელი სასწავლო პერიოდისთვის მიღებული ნიშნები). ბაკალავრებმა უნდა დაამტკიცონ, რომ მათ წარმატებით დაასრულეს მინიმუმ ერთი აკადემიური წელი მშობლიურ უნივერსიტეტში
-
გაცვლითი პროგრამის მონაწილე ბაკალავრებისა და მაგისტრებისათვის:
-
Learning agreement: გთხოვთ, მიუთითოთ თქვენთვის სასურველი კურსების ჩამონათვალი, რომელსაც გთავაზობთ მასპინძელი უნივერსიტეტი მობილობის პერიოდში
-
ამონაწერი სტუდენტის ბარათიდან (ნიშნების ფურცელი)
-
მიღებული ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი (მაგისტრებისათვის)
-
სამუშაო გეგმა ანუ Work plan
-
რეკომენდაცია და მოტივაცია:
-
მინიმუმ ერთი სარეკომენდაციო წერილი, სასურველია აკადემიური პერსონალისაგან ან სხვა პირისაგან, ვისაც აქვს აკადემიური ან საქმიანი ურთიერთობა აპლიკანტთან
-
მესამე სამიზნე ჯგუფის აპლიკანტთათვის: უმწეო მდგომარეობის ამსახველი დამადასტურებელი დოკუმენტი
დეტალური ინფორმაციისათვის დაუკავშირდით პროექტის ლოკალურ კოორდინატორს სოფიო ბერიძეს (ელ. ფოსტა sophio.beridze@hotmail.com);
ან დაუკავშირდით საგარეო ურთიერთობათა სამსახურის მთავარ სპეციალისტს ხათუნა ხაბაძეს (ელ. ფოსტა khatuna_80@hotmail.com; ird@bsu.edu.ge)