Coimbra Group აცხადებს სასტიპენდიო პროგრამას ევროპის მეზობელი ქვეყნების ახალგაზრდა მკვლევართათვის
აპლიკანტებმა ყურადღება უნდა მიაქციონ შემდეგ ინფორმაციას:
1. აპლიკანტებმა თავად უნდა დაამყარონ ურთიერთობა აკადემიურ ხელმძღვანელთან მიმღებ უნივერსიტეტში, უნდა ჰქონდეთ ხელმძღვანელის საკონტაქტო ინფორმაცია, რომელიც ზედამხედველობას გაუწევს სტუდენტს გაცვლით პროგრამაში ყოფნის დროს.
2. ყველა აპლიკანტს უნდა ჰქონდეს წარმოდგენილი თანხმობის წერილი, (უნდა გაიგზავნოს აპლიკაციასთან ერთად) რომელიც იქნება გაცემული აკადემიური ხელმძღვანელის ან მიმღები უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მიერ. წერილში უნდა იყოს ასახული, რომ ხელმძღვანელი თანახმაა იმუშაოს აპლიკანტთან ერთად, იმისათვის რომ მიიღოთ Coimbra group სტიპენდია.
3. აპლიკანტს შეუძლია აირჩიოს მხოლოდ ერთი მიმღები უნივერსიტეტი, ბევრი არჩევანის შემთხვევაში უარყოფილი იქნება სააპლიკაციო განაცხადი.
4. შეავსეთ აპლიკაცია მხოლოდ მაშინ, როცა ხელთ გექნებათ ყველა საჭირო ინფორმაცია (საკონტაქტო ინფორმაცია და თანხმობის წერილი) არასრული აპლიკაცია არ განიხილება.
5. თარიღები შეთანხმებული უნდა იყოს განმცხადებელს და აკადემიური ხელმძღვანელს შორის. პროგრამა უნდა განხორციელდეს 2016/2017 სასწავლო წლის განმავლობაში
აპლიკაცია შეავსეთ შემდეგ მისამართზე
აპლიკაციის გაგზავნის ბოლო ვადა: 31 მარტი, 2016
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ შემდეგ მისამართზე