მიმდინარე წლის 11-22 ივლისს ათათურქის უნივერსიტეტში (ქ. ერზრუმი, თურქეთი) გაიმართება მე-10 საერთაშორისო საზაფხულო სკოლა -„Bridging Cultures”.
ათათურქის უნივერსიტეტი ფარავს დაბინავების ხარჯებსა და უზრუნველყოფს დღიურ სამჯერად კვებას.
აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად, საბუთების გადარჩევისა და გასაუბრების საფუძველზე, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტიდან შეირჩა ორი სტუდენტი, კერძოდ:
1. ანა ნიქაბაძე - ევროპის მცოდნეობის მე-3 კურსის სტუდენტი
2. ოთარ საჯაია - საერთაშორისო ურთიერთობების მე-3 კურსის სტუდენტი
სტუდენტებს გადაეცემათ სერტიფიკატები და მიენიჭებათ 3 სასწავლო კრედიტი.
სწავლების ენა: ინგლისური
საგარეო ურთიერთობათა სამსახური გამოვლენილ მონაწილეებს წარმატებებს უსურვებს.