სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

გაცვლითი პროგრამები ტეხასის აგრობიზნესის უნივერსიტეტის ფილიალში სომხეთში

საქართველოს აგრობიზნესის განვითარების ცენტრი გიწვევთ ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად ტეხასის აგრობიზნესის უნივერსიტეტის ფილიალში, სომხეთში. ცენტრი 100%-ით აფინანსებს ყველა ხარჯს. სტუდენტები უზრუნველყოფილი იქნებიან საცხოვრებელი ადგილითა და ყოველთვიური სტიპენდიით.

აგრობიზნესის სასწავლო ცენტრი (ATC) უზრუნველყოფს აგრობიზნესის განათლების მდგრადი სამეწარმეო საქმიანობის სურსათისა და სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარებას სომხეთში. იგი ამზადებს აგრობიზნესის სპეციალისტებს ფართო ეკონომიკური, მარკეტინგის და მენეჯერული უნარების შეძენაში.

საჭირო დოკუმენტები ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის:

  • სრულყოფილად შევსებული სააპლიკაციო ფორმა
  • ნიშნების ფურცელის ასლი
  • პასპორტის ქსეროასლი
  • ატესტატის თანდართული ნიშნების ფურცელი
  • ნებისმიერი დამატებითი დოკუმენტი (სერთიფიკატი)
  • 1 ფოტოსურათი

აპლიკაციის ფორმა იხილეთ თანდართულ ფაილში: დანართი 1

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ შემდეგ მისამართზე.

საჭირო დოკუმენტები გააგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: atc@icare.am და  susanna@icare.am

საბუთების მიღების ბოლო ვადა 17 ივნისი, 2016

საჭირო დოკუმენტები მაგისტრატურის სტუდენტებისათვის:

  • სრულყოფილად შევსებული სააპლიკაციო ფორმა
  • 2 ქსეროასლი ბაკალავრის დიპლომის და ნიშნების  ფურცელის
  • 2 პასპორტის ქსეროასლი
  • 4 ფოტო (3X4)
  • 2 რეკომენდაციის წერილი (ერთი აკადემიური პერსონალისაგან, ერთი ინდივიდუალური)
  • ინგლისური ენის დამადასტურებელი დოკუმენტი
  • კომპიუტერული პროგრამების დამადასტურებელი დოკუმენტი (სასურველია)
  • სხვა კურსებში მონაწილეობის მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი (ბუღალტერია, სტატისტიკა, ეკონომიკა და სხვ. სასურველია)
  • მამრობითი სქესის აპლიკანტს  მოეთხოვება სამხედრო დოკუმენტაცია.

აპლიკაციის ფორმა იხილეთ თანდართულ ფაილში: დანართი 2

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ შემდეგ მისამართზე.

საჭირო დოკუმენტები გააგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: arparakelyan@gmail.com.

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 17 ივნისი, 2016

  დანართი 1
  დანართი 2

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა